x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133848
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
გამარჯობა 90-იანებიდან: თმის ბზინები კვლავ მოდაშია
თმის ბზინები ბოლოს 90-იან წლებში იყო პოპულარული. ახლა ეს ტენდენცია ბრუნდება და თმის ბზინავი ძაფების ტარება არა მხოლოდ ცნობილ ადამიანებს, არამედ ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამასთან შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე ზოლი დაუმატოთ თუ მთელი თმა დაფაროთ!


რა არის თმის ბზინები?

image

ეს სპეციალური ბზინავი ძაფებია, რომლებიც თმაზე მაგრდება. ის საკმაოდ უნივერსალურია და შეგიძლიათ როგორც „განსაკუთრებულ შემთხვევებში“, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენოთ. ის შეგიძლიათ გარეცხოთ, დაივარცხნოთ და ფორმა შეუცვალოთ.



როგორ შევარჩიოთ იდეალური ფერი?

image

თმის სხვადასხვა ფერის ბზინები არსებობს. ყველაზე უფრო წარმატებულია ოქროსფერი ბზინები ქერა თმაზე, ვერცხლისფერი - ჭაღარა თმაზე, სპილენძისფერი - წითურ თმაზე, ყავისფერი - წაბლისფერ თმაზე, შავი - შავ თმაზე. სურვილის მიხედვით შეგიძლიათ ფერადი ვარიანტები აირჩიოთ. აქ გემოვნება დიდ როლს ასრულებს.


image

ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ საკმარისად მიმზიდველი იქნებით, რომ სურათები სოციალურ ქსელებში, მაგალითად ინსტაგრამზე გამოაქვეყნოთ. სხვათა შორის, ბზინები თმისთვის უსაფრთხოა, ამიტომ მისი ტარება ბავშვებსაც შეუძლიათ. ერთადერთი - გოგონა საკმაოდ მომთმენი უნდა იყოს, რომ მისი ჩამატების დროს გაუნძრევლად ჯდომა შეძლოს.


ცნობილები უკვე დიდი ხანია ტრენდშია!

პირველი ცნობილი ადამიანი, რომელიც საჯაროდ თმის ბზინებით გამოჩნდა, ბიონსე გახდა. ეს ჯერ კიდევ 2010 წელს, გრემის დაჯილდოებაზე მოხდა. ამ დღეს მომღერალმა თავისი ჰიტისთვის Single Ladies პრემია მიიღო და თავისი ოქროსფერი ზოლებით ყველა აღფრთოვანებაში მოიყვანა.


image

ცოტა ხნის წინ კი მსგავსი ხრიკი კეისი მასგრეივიმ გაიმეორა. მისი თმა ოქროსფერი და ფუქსიისფერი ბზინავი ზოლებით პირდაპირ ბრწყინავდა. ასეთი სახით კეისი ახალ ორლეანში თავის გამოსვლაზე გამოჩნდა.


image

მოდური ტენდენცია აშშ-ს საზღვრებს გასცდა.


ასევე დაგაინტერესებთ:

18 სასაცილო და თამამი ტრენდი 2000-იანებიდან, რომლებიც კვლავ აქტუალური გახდა

image

10 თანამედროვე ტენდენცია, რომლებიც პოპულარული სინამდვილეში 100 წლის წინ იყო

image

სოფია - მოდელი, რომელმაც ინსტაგრამი თავისი წარბებით დაიპყრო

image

მათ თმის შეღებვაზე უარი განაცხადეს. ნახეთ, როგორ გამოიყურებიან

image

ქალის ასეთი ფეხსაცმელი ახლა საკმაოდ პოპულარულია, როგორ მოგწონთ?

image

გვერდი არ აუაროთ: ახალი მოდური ტრენდი - „ლაქი“ კბილებისთვის

image

0
111
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
111