x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ლიდერის როლი ჯგუფში
ჯგუფის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ლიდერზე, შესაბამისად თანამედროვე სამყაროში ინტერესი საკმაოდ დიდია ამ საკითხის მიმართ. არსებობს არაერთი კვლევა, თუმცა მათ განხილვამდე საჭიროა თავად განვმარტოთ ლიდერობის ფენომენი.
ლიდერი არის ადამიანი, რომელასც აქვს შესაძლებლობა, რომ გავლენა მოახდინოს ჯგუფის წევრებზე, რათა ეფექტურად იმუშავონ მიზნების მისაღწევად. ჯგუფურ აზროვნებაზე მოქმედ მახასიათებლებს შორის ლიდერობის როლმა ყველაზე დიდი ყურადღება დაიმსახურა ემპირიულ კვლევებში. ლინამ (Leana, 1985)) აღმოაჩინა, რომ ლიდერის ქცევა ძლიერ გავლენას ახდენს პრობლემის ალტერნატიულ გადაწყვეტებზე, რომლებიც ჯგუფების მიერ არის განხილული და მათ მიერ რეალურად მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებაზეც. კოგნიტურად კომპლექსური და გახსნილი/ღია ლიდერები არიან უფრო მგრძნობიარეები და მიმღებები ახალი ინფორმაციის მიმართ და შესაბამისად, ისინი არიან უფრო მოქნილები თავისი რწმენების მიმართ, ვიდრე სხვა, კოგნიტურად დახურული ლიდერები. მაშინ, როცა ჯენისის (Janis, 1972) ჯგუფური აზროვნების მოდელი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ჯგუფის წევრებზე გავლენას ახდენს ლიდერის რჩევები იმიტომ, რომ ისინი იდენტიფიცირებას ახდენენ ლიდერის ღირებულებებსა და მიზნებთან, კორტრაითი (Courtright, 1977) ამბობს, რომ ეს უფრო მეტად დამყოლობის საკითხს ეხება.

ლიდერები ჯგუფის ყველა წევრს არ ექცევიან ერთნაირად და ისინი ინარჩუნებენ განსხვავებულ ურთიერთობას სხვადასხვა წევრთან. ამან შეიძლება გამოიწვიოს შიდაჯგუფებისა და გარეჯგუფების ჩამოყალიბება ერთიან ჯგუფად და გავლენა მოახდინოს ჯგუფის შეჭიდულობაზე. თუმცა ჯენისი თვლის, რომ მაღალი შეჭიდულობა უკავშირდება ჯგუფური აზროვნების სიმპტომებს. ხოლო ლინამ აღმოაჩინა, რომ შეჭიდულობას პოზიტიური ეფექტი აქვს ინფორმაციის
სტადიაზე გადაწყვეტილების მიღების დროს, რადგანაც „თანხმობის მაძიებელი შიდაჯგუფები“ უფრო ფხიზლად აგროვებენ ინფორმაციას, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ან არ იქონიოს გადაწყვეტილების მიღების შემდგომ სტადიებზე. ჯგუფის შეჭიდულობაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს ლიდერისა და წევრების ურთიერთობებმა და ამიტომ ლიდერები ამ დროს გონივრულად უნდა მოიქცნენ.

კვლევები აჩვენებს, რომ ჯგუფის ლიდერები, რომლებიც მოტივაციის აღძვრის დიდ ძალას ფლობენ ქმნიან ისეთ ატმოსფეროს, რომელიც საზიანოა ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ექსპერიმენტში, რომელიც კოლეჯის სტუდენტებზე ჩაატარეს, ფოდორმა და სმიტმა (Fodor and Smith (1982) აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც დაბალი ქულები ჰქონდათ მოტივაციის აღმძვრელ ძალაში, ჯგუფს უფრო მეტ ინფორმაციას უზიარდებდნენ და ასევე უფრო მეტ ვარიანტებს განიხილავენ, სანამ ამ შეხედულებებს ერთ გადაწყვეტილებამდე დაიყვანენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯენისის მოდელი ექსპლიციტურად არ ახსენებს ამას, ლიდერებს შეუძლიათ, გამოიყენონ ლეგიტიმური, და ექსპერტული ძალა, რათა გაანაწილონ ჯილდოები და სასჯელები და ეს გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.

სპეციფიკური ლიდერობის სტილის გავლენა ჯგუფურ აზროვნებაზე

არსებობს ორი სახის ლიდერობა, ესენია: დახურული და ღია ლიდერობა. დახურული ლიდერები არ ცდილობენ წევრების ჩართულობას, თავის მოსაზრებებს თავიდანვე მკაფიოდ აცხადებენ და არ უწყობენ ხელს განსხვავებული აზრების გამოთქმას ჯგუფის სხვა წევრებსიგან. ისინი ზღუდავენ დისკუსიას უფრო მეტი ალტერნატივებით, რამაც შესაძლოა საერთო ინფორმაციის ეფექტი და ფარული პროფილი გამოიწვიოს. დირექტიული ლიდერები არიან დახურული ლიდერები, რომლებიც მხარს უჭერენ კონკრეტულ ალტერნატივას და სხვებს იგნორირებას უკეთბენ, ამით კი ზრდიან ჯგუფური აზროვნების სიმპტომებს და უფრო დაკვირვებად დეფექტებს ჯგუფური გადაწყვეტლების მიღების პროცესში. ეს შეიძლება წარმოიშვას დადასტურების მოლოდინისგან და პრიორიტეტისგან ეგოსა და რეპუტაციის დაცვისთის და არა „სწორი“ გადაწყვეტის მოძებნისგან. როცა ასეთი ლიდერები დისკუსიის საწყის ეტაპზე გამოთქვამენ თავის მიერ არჩეულ გადაწყვეტას, სავარაუდოა, რომ ჯგუფები ამას ჯგუფის საბოლოო არჩევნად მიიღებენ.


აღმოჩნდა, რომ ეფექტური ლიდერი არის ის, ვისაც აქვს ღია დამოკიდებულება და შეუძლია მრავალი როლის შესრულება, როგორიცაა კონსულტანტი, მრჩეველი და ფასილიტატორი, რათა შეხვდეს ამ სიტუაციის მოთხოვნებს. კარგი ლიდერი ისეთ კლიმატს ქმნის, რომელიც ხელსაყრელია როგორც გრძნობების, ასევე იდეების გამოხატვისთვის და არის დახურული ლიდერობის სრული საწინააღმდეგო. ღია ლიდერობის სტილები უარყოფენ კონკურენციის ძიების ტენდენციებს იმით, რომ წაახალისებენ წევრებს, რომ გამოთქვან განსხვავებული მოსაზრებები.image

0
111
შეფასება არ არის
ავტორი:მარიტა ივანაშვილი
მარიტა ივანაშვილი
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0