x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
განვითარების ამოცანები ადრეულ მოზრდილობაში

ადრეული მოზრდილობა ეწოდება პერიოდს 20-დან 40 წლამდე, რომელიც ყველა დანარჩენ პერიოდზე მეტადაა განპირობებული სოციალური და კულტურული ფაქტორებით. ამიტომ რთულია ადამიანზე, მის ქცევასა და თვისებებზე შთაბეჭდილების შექმნა მხოლოდ მისი ასაკის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე შეიქმნა ასაკობრივი საათის ცნება, რომელიც გვაძლევს ცოდნას იმის შესახებ თუ როდის მოხდება ის კონკრეტული მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში, რომლების კულტურული ნორმებს შეესაბამებიან. ბუნებრივია იმის თქმა, რომ, რადგან არ გვაქვს ფიზიკური, ბიოლოგიური, კოგნიტური ცვლილებები და ასაკობრივი მარკერები, სწორედ ეს პერიოდია ყველაზე არასტაბილური სოციალური ცვლილებებისადმი. რაც ნიშნავს იმას, რომ მოზრდილისთვის ტიპური ნიშნები იცვლება კულტურიდან კულტურამდე და ეპოქიდან ეპოქამდე.სწორედ ამის დემონსტრირებას წარმოადგენს ბერნის და დეილ ნიუგარტენების (Bernice, Dail Neugarten, 1987) მიერ ჩატარებული კულტურის ცვლილების კვლევა. მათ აღნიშნეს, რომ მოხდა ტრადიციული ცხოვრებისეული პერიოდის გადაფასება, რამაც გამოიწვია ასაკობრივი საათის მოქნილობა წინაპერიოდებთან შედარებით. ”არატრადიციული” სტუდენტები უბრუნდებიან სწავლას 35-45 წლის ასაკში ან უფრო გვიან; წყვილების უმეტესობა პირველი შვილის გაჩენას ამჯობინებს 30 ან 40 წლისასაკში; ქორწინება, გაყრა და ხელმეორედ ქორწინებები გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში და არა ადრეულ მოზრდილობაში. აშშ-ში საზოგადოება ასაკის შეუსაბამო გახდა და კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები თავისუფლად მონაწილეობენ სხვა ასაკობრივი ჯგუფების ღონისძიებებსა და ცხოვრებისეულ მოვლენებში.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, განვითარება ამ პერიოდში არაპროგნოზირებადია, მეცნიერები მაინც გამოყოფენ გარვეულ კანონზომიერებებს და განვითარების უნივერსალურ ამოცანებს.
მაგალითად, ჰეივიგჰერსტმა (1953) განმარტა განვითარებისძირითადი ამოცანა, როგორც საკითხი რომელიც აღმოცენდება ცხოვრების გარკვეულ პერიოდში და მისი წარმატებით განხორციელება განაპირობებს ბედნიერებას და მომავალ ამოცანებში წარმატებას, ხოლო მარცხი- უბედურებას, საზოგადოებისგან გარიყვას და სირთულეს მომავალი ამოცანების დაძლევაში. იმას, თუ რომელი ამოცანა იქნება პრიორიტეტული შემდეგი ფაქტორებიგანაპირობებს:კულტურის გავლენა, ინდივიდუალური ღირებულებები, სქესობრივი სიმწიფე და მათი ერთობლივი მოქმედება.
ჰეივიგჰერსტი აღწერს 18-30 წლამდე ასაკს როგორც ერთერთ ყველაზე სტრესულ პერიოდს, განსაკუთრებით საშუალო კლასისითვის, რადგან ინდივიდმა უნდა გადალახოს გარდამავალი პერიოდი სოცილური სტატუსის მოსაპოვებლად. იგი გამოყოფს ადრეული მოზრდილობის განვითარების 8 ძირითადამოცანას: პარტნიორის შერჩევა, ქორწინებაში ცხოვრების სწავლა, ოჯახის გაძღოლა, ბავშვებზე ზრუნვა, ოჯახური მეურნეობის წარმოება, პროფესიული საქმიანობის არჩევა, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის აღება, ახლობელი, შესაფერისი სოციალური ჯგუფის პოვნა.
ჰეივიგჰერსტის (1953) აზრით განვითარების ამოცანის გადაჭრა უნდა იყოს განათლების ფუნქცია. ადრეულ მოზრდილობაში კი განათლების მიღების ბევრი საშუალება ჩნდება, თუმცა ეს ფუნქია ჩვეულებრივ ყურადღების მიღმა რჩება.
საინტერესოა, რამდენად ინარჩუნებს აქტუალობას ჰეივინგჰერსტის მიერ გამოყოფილი განვითარების ამოცანები თანამედროვე ეპოქაში. სწორედ ამ პრობლემას ეხებოდა კვლევა(C. Ralston, G. Patience Thoma), რომელიც
მიზნად ისახავდა ჰეივინგჰერსტის და ერიკსონის თეორიების კოლეჯის სტუდენტებზე მორგებულობის შემოწმებას. დაშვებული იყო აზრი, რომ დროთა განმავლობაში შეიძლება შეცვლილიყო განვითარების ამოცანებიც და მათი მიღწევის პერიოდებიც. თუ ასეთი ცვლილებები განხორციელებულა, მაშინ მათი გამოვლენა კოლეჯის საფეხურზე ბევრად უფრო თვალსაჩინო იქნებოდა. კვლევა ჩატარდა 20 დან 24 წლამდე სტუდენტებზე, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ საშუალო კლასს და ჰქონდათ საშუალო ინტელექტის დონე. მათ უნდა დაესრულებინათ წინადადება: „უმწეობის განცდა მეუფლება, როცა..“ იმ ვარიანტით, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში მნიშვნელოვნად მიაჩნდათ. პასუხები იყო ასეთი: „ როცა არ იცი იღებ თუ არა სწორ გადაწყვეტილებას ქორწინებასა და კარიერაში, მაშინ როცა უკან დახევის დრო ჯერ კიდევ არის“, „როცა ბევრი არაფერი იცი პროფესიაზე, რომელსაც ეუფლები“, „როცა გარიყული ხარ ჯგუფისგან“, „როცა ფიქრობ იმაზე, რომ ვერასოდეს შექმნი ოჯახს“ და ა.შ ამ პასუხების მიხედვით გამოიყო რვა კატეგოტია: აკადემიური წარმატება კოლეჯში, სიყვარლი და ქორწინება, მარტოობა, პროფესიული გადაწყვეტილებები, მომავლის მიზნების დასახვა, მშობელი-შვილის ურთიერთობა, ურთიერთობების დამყარება, ფინანსური პრობლემები.
როდესაც ეს პასუხები შეადარეს ჰეინვარსტის განვითარების ამოცანების სიას გამოვლინდა გარკვეული შეუსაბამობები. ჰეივიგჰერსტის არ აქვს ნახსენები კოლეჯში წარმატების მიღწევის მნიშვნელობა, მაშინ როცა კვლევაში ეს პასუხი ყველაზე ხშირად დასახელდა. ასევე ახალია, ბოლო კატეგორია- ფინანსური საკითხები. ეს მოსალოდნელი იყო ისეთ კულტურაში, სადაც მოზარდობის ამოცანა- მიაღწიოს დამოუკიდებლობასდროში გადადებულია და ვრცელდება20 წლის შემდეგაც. ეს შედეგები თავის მხრივ გულისხმობს იმასაც, რომ კოლეჯის მასწავლებლები, აღმზრდელები და მშობლები ამ ასაკისს ახალაზრდებს გარკვეულ ასპექტებში უნდა ექცეოდნე ისე, როგორც მოზრდილებს და ამავდროულად სხვა ასპექტებში ისე, როგორც მოზარდებს. მასწავლებლებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება იმაზე, რომ ამ პერიოდში ახალგაზრდები გადამეტებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ქულებს და შეაფასონ ხშირად, აშკარა კრიტერიუმებით.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ მოზრდილი ადამიანის აღწერა სამი დამოუკიდებელი კონტექსტის ფარგლებშია შესაძლებელი. ესენია „მე, როგორც ინდივიდი“, „მე, როგორც ოჯახის წევრი“ და „მე, როგორც მუშაკი“. განვითარების ამოცანები კი ემსახურება პიროვნების რეალიზაციას ამ კონტექსტებში. ამიტომ, მიუხედავად ინდივიდუალური თუ კულტურული განსხვავებებისა არსებობს უნივერსალური ფაქტორები, რომლებimage
საც ყველა მოზრდილი ექვემდებარება.

0
55
შეფასება არ არის
ავტორი:მარიტა ივანაშვილი
მარიტა ივანაშვილი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0