x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვიდეო ერაყიდან, ერაყის არმია რუსულ "БМП-3"-ს ითვისებს

image ერაყის არმიის მეცხრე სატანკო დივიზიის 35-ე ბრიგადის, მეხუთე მოტომსროლელი პოლკის მებრძოლებმა წარმატებით ჩაატარეს სასროლო მომზადება რუსული წარმოების " БМП-3"-ით.
როგორც ერაყის თავდაცვის სამინისტროს ვიდეოარხი იტყობინება ამ სწავლებით დამთავრდა მომზადების პერიოდი სასწავლო ცენტრში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შესაძენად აღნიშნულ ტექნიკასთან მიმართებაში.
როგორც ვიდეოდან ჩანს ეკიპაჟები გაჩერებული და მოძრავი ტექნიკიდან ისროდნენ საშტატო 100-მილიმეტრიანი ხრახნილ ლულიანი ქვემეხიდან "2А70" და 30-მილიმეტრიანი ქვემეხიდან "2А72".
აღნიშნული ტექნიკის ერაყში ჩაყვანაზე ინფორმაცია 2018 წელს გაჟღერდა. ერაყმა უკვე მიიღო აღნიშნული საბრძოლო მანქანების მეორე პარტია. 2022 წლამდე კი ერაყი მიიღებს 500 ერთეულ რუსული წარმოების საბრძოლო მანქანას.
აღნიშნული საბრძოლო მანქანა წინამორბედებისაგან დაჯავშნით გამოირჩევა, საბრძოლო მანქანაზე ასევე დამონტაჟებულია კუმულატიური ჭურვების საწინააღმდეგო ცხაურებიანი ეკრანები.
ტექნიკის მწარმოებლების თქმით აღნიშნული დაცვა დაიცავს ეკიპაჟს მცირე კალიბრიანი ქვემეხების ცეცხლისაგან, ცეცხლსასროლი იარაღისაგან და "РПГ"-ს ყუმბარებისაგან.
ცეცხლის მართვის სისტემა აღჭურვილია ახალი სამიზნით, რომელსაც თბოვიზორული არხი საშუალებას აძლევს ეკიპაჟს ღამის პირობებში წარმატებით შეასრულოს დასახული ამოცანა.
ტექნიკის წონამ ბუნებრივია მოიმატა, მაგრამ მწარმოებლების თქმით ტექნიკას არ დაუკარგავს სისწრაფე და მანევრულობა.
"БМП-3"-ს იყენებს ერაყის ელიტური მეცხრე დივიზია ასევე რუსული წარმოების "Т-90С"-ს და ამერიკულ "М1А1М Abrams"-ს ტანკებს.
imageimageimage




0
211
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
211