x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ასტროლოგიური წლის ბოლო ახალი მთვარე და განწმენდის რიტუალი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვინ იგრძნობს 23 თებერვლის ახალმთვარეობას ყველაზე მეტად
image


ასტროლოგიური წელი 12 ახალმთვარეობისგან და 12 სავსემთვარეობისგან შედეგება. ასტროლოგიური ახალი წელი 24 მარტს - ვერძის ზოდიაქოში, ახალმთვარეობაზე დადგება. 23 თებერვლის ახალმთვარეობა მოხდება თევზების (თევზები ზოდიაქოს წრის ბოლო, მეთორმეტე ნიშანია) მეხუთე გრადუსში, თბილისის დროით 19:31-ზე. ახალმთვარეობა არის ორი მნათობის - მზისა და მთვარის შეერთება ზოდიაქოს ნიშანში. თევზები, სადაც ახალმთვარეობა დადგება, ეს არის წყლის სტიქიის მესამე წარმომადგენელი. ეს არის ემოციის, სულიერების, ქველმოქმედების, მგრძნობიარობის, სენტიმენტალურობის, თანაგრძნობისა და სიკეთის სიმბოლო. რასაც ზოგიერთი ადამიანი სისუსტედ უთვლის მათ. სინამდვილეში, თევზების სიძლიერე მათ სულიერებაშია. ის კია, რომ თევზებს სურთ რეალობისგან გაქცევა, თითქოს უჭირთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება... ახალმთვარეობა თევზების ზოდიაქოში მიგვითითებს, რომ ვიყოთ მეტად მგრძნობიარეები, სულიერები, თანაგრძნობით აღვივსოთ, ჩავიხედოთ ჩვენს სულიერ სამყაროში. ჰარმონიის მიღწევაში შეიძლება დაგვეხმაროს მუსიკა, მედიტაცია.


პლანეტა მერკური ახლა თევზების ზოდიაქოს სტუმრობს, მერკური ამ ნიშანში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, ის აქ დაცემულიცაა და გაძევებულიც. თანაც მერკური რეტროგრადულია. რაზე მიგვითითებს ის? უნდა გავერკვეთ წარსულის სიტუაციაში, რადგან ახლა ის თევზების ზოდიაქოშია ბრძოლა და აგრესია არ გამოგვადგება, შინაგანი ძალა უნდა მოვნახოთ, წინაღობების გადასალახავად და არ დავადანაშაულოთ სხვა, რომ ცუდად მოგვექცა.


მთვარის ამ თვეში კარგია გაწყვეტილი კავშირების აღდგენა, პატიების თხოვნა. ჩვენ გვეძლევა შანსი, რომ გამოვისწოროთ კარმა



მთვარის ეს თვე კარგი არაა ვინმესთან პაექრობისთვის, ბრძოლისთვის. სიმართლე გითხრათ, მეტად ზარმაცულია, ზოგიერთს კი შეიძლება სრული პასიურობაც კი დაემართოს და არ ჰქონდეს რაიმეს კეთების სურვილი. კარგია, განმარტოება, საკუთარ თავში ჩაღრმავება, წმინდა ადგილების მონახულება, რეტრიტები. გაფრთხილებთ, რომ მაქსიმალურად მოერიდოთ ალკოჰოლისა და სხვა მათრობელა საშუალებების მიღებას.



image


  • ვინ იგრძნობს ახალმთვარეობას ყველაზე მეტად?

რა თქმა უნდა, თევზების ზოდიაქოს წარმომადგენლები და განსაკუთრებით, 19-28 თებერვლის შუალედში დაბადებულები (აგრეთვე ისინი, ვისაც მთვარე ჰყავთ თევზების ზოდიაქოში და პირადი პლანეტები თევზების მეხუთე გრადუსში). აგრეთვე იგრძნობენ ქალწულის ზოდიაქოს წარმომადგენლები - 24 აგვისტოსა და 2 სექტემბერის შუალედში დაბადებულები. ეს ახალმთვარეობა მიგითითებთ, რომ მტრობის დრო დამთავრდა და ყველაფერი მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს. და პირველ რიგში მშვიდობა და სიმშვიდე საკუთარ თავში უნდა იპოვოთ. უნდა დამშვიდდეთ, პირად ჰარმონიას მიაგნოთ და იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. აგრეთვე, ამ ახალმთვარეობას იგრძნობენ კირჩხიბები (20 ივნისიდან პირველი ივლისის შუალედში დაბადებულები) და მორიელები (24 ოქტომრიდან 2 ნოემბრის შუალედში დაბადებულები). თქვენთვის სასიკეთოა ეს ახალმთვარეობა. თქვენ თითქოს დიდი ხნის წინ დაიწყეთ რაღაცის შეცვლა თქვენს ცხოვრებაში და უკვე ახლა კოსმოსის ნებართვასაც მიიღებთ, რომ ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ მოგვარდეს. რეტროგრადული მერკურის გავლენით, შეიძლება განახლდეს ძველი საქმე, მიუბრუნდეთ ძველ პროექტს ან მიიღოთ პასუხი თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე. მოულოდნელობები (არაა აუცილებელი ცუდი იფიქროთ, უბრალოდ, რაც დაგეგმილი არ გქონდათ) ელით ტყუპსა (23 მაისიდან პირველი ივნისის შუალედში დაბადებულები) და მშვილდოსანს (23 ნოემბრიდან 2 დეკემბრის შუალედში დაბადებულები). თქვენს უნდა გადახედოთ, გადააფასოთ, გამონახოთ კომპრომისი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. შეიძლება წარსულის სიტუაცია განმეორდეს, განახლდეს საქმე, კავშირი. მთავარია, თავად იყოთ სულიერი, ჰარმონიული.



image


დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ახალმთვარეობა გვაქვს, ნუ დაგვავიწყდება, რომ პლანეტა მერკური რეტროგრადულია, ამიტომ ნუ შეიძენთ ახალ ტექნიკას (მობილური, კომპიუტერი) და რა თქმა უნდა, ავტომობილს. როგორც უკვე გითხარით, ახალმთვარეობა თევზების ზოდიაქოში მოხდება, რომელიც ზოდიაქოს წრის ბოლო ნიშანია, გადახედეთ თქვენს ცხოვრებაში მომხდარ ყველა მოვლენას, გამოიტანეთ შესაბამისი დასკვნები, იყავით მადლიერი იმისა, რაც თქვენს ცხოვრებაში ამ ერთი მთვარის წლის (დაწყებული 2019 წლის ვერძის ზოდიაქოს ახალმთვარეობიდან) განმავლობაში მოხდა. ცხოვრებისეული გაკვეთილები ღირსეულად მიიღეთ, დაფიქრდით ცხოვრების არსზე და ჩამოყალიბდით, როგორ გსურთ ცხოვრების გაგრძელება.


იმისათვის, რომ მთვარის თვე ნაყოფიერად განვლოთ, მეტი დრო დაუთმეთ დღის დაგეგმარებას. უმჯობესია, ხელით ჩამოწეროთ ყოველი დღის გეგმა, რადგან როგორც ცნობილია, ხელით წერის დროს ტვინი უკეთ მუშაობს. ჩაიწერეთ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, სასურველია გქონდეთ კალენდარი, აწარმოოთ დღიური. სასურველია, რომ მობილურზე ჩაინიშნოთ შეხსენებები. მიუხედავად იმისა, რომ არ გირჩევთ ახალი საქმეების დაწყებას - იდეების ჩანიშვნას, ინფორმაციების მოძიებას და მომავალი პროექტების დაგეგმვას არაფერი უშლის ხელს. დაგეგმეთ ის საქმეები, რომლებსაც მომდევნო მთვარის თვიდან - 24 მარტი - განახორციელებთ.


image


  • გამწმენდი რიტუალი

როგორც ცნობილია, თევზები ტერფებს მართავს, იმისათვის, რომ გათავისუფლდეთ უარყოფითი ენერგიისგან და ზოგ შემთხვევაში ზოგიერთი დაავადებისგანაც კი, უნდა გააკეთოთ მარტივი, მაგრამ ეფექტური გამწმენდის პროცედურა. 22 თებერვალის საღამოს 2-3 წუთით დადექით გრილ წყალში, რომელშიც ერთი მუჭა მარილი გექნებათ ჩაყრილი. წყალი ტერფებზე უნდა გწვდებოდეთ. დადექით? ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ყველა უარყოფითი ემოცია და ენერგია, ტერფებიდან გამოგდით და მას მარილი იწოვს. პროცედურის დასრულების შემდეგ ფეხები შეიმშრალეთ და თბილად გქონდეთ, წყალი კი გადაღვარეთ. ასეთი გამწმენდი პროცედურის შემდეგ თავს კარგად იგრძნობთ, რადგან მიჩნეულია, რომ მას მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი ნეგატივის გამოდევნა შეუძლია.


მშვიდ და ჰარმონიულ მთვარის თვეს გსურვებთ!


ასევე ნახეთ:


"ფრთხილად იყავით 10 მარტამდე" - ვინ შეიძლება გამოჩნდეს ან რამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება, აი, რას წერს ასტროლოგი


რაში გადეხმარებათ ვერძი, ლომი ან მორიელი საუკეთესოდ - ანუ ის, რაც ზოდიაქოს ნიშნებს, დანარჩენებთან შედარებით, ყველაზე მაგრად გამოსდით



ვინ არიან "უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნები" - ხართ თუ არა ამ სიაში და რა უნდა იცოდეთ საკუთარ თავზე


თებერვლის ფინანსური ჰოროსკოპი - ვის ელის გრანდიოზული ცვლილებები კარიერაში და შემოსავლების გაზრდა




"ზო­გი­ერთს მე­ო­რე შა­ნსი მი­ე­ცე­მა" - როგორ უნდა მოემზადოთ 23 თებერვლის ახალმთვარეობისთვის

ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

1
1617
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
1617
  
2020, 23 თებერვალი, 2:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1