x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134493
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
ყველაზე უცნაური და სასაცილო საგზაო წესები მსოფლიოში

image

1. დანია

image

დანიაში კატეგორიულად აკრძალულია მანქანის დაქოქვა მანამ, სანამ მანქანას მთლიანად არ შეამოწმებ, მაგალითად სანამ მანქანის ქვეშ არ შეიხედავ, შემთხვევით ჩაძინებული ბავშვი რომ არ იყოს.

2. ტაილანდი

image

ტაილანდში კარგ ჯარიმას გამოგიწერენ თუ მანქანას მაისურის გარეშე მართავ. ეს წესი ქალსაც ეხება და კაცსაც.

3. მექსიკა

image

მექსიკა ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ქალბატონებს საჭესთან მაკიაჟის წასმა აუკრძალეს. იმისათვის რომ ქალები არ სწყენოდათ, კაცებს საჭესთან გაპარსვა აუკრძალეს.

4. აშშ

image

ითვლება, რომ ყველაზე უაზრო საგზაო წესები სწორედ ამერიკაში აქვთ. მაგალითად, ალაბამას შტატში მძღოლი ვალდებულია მანქანა დამალოს, თუ მან ცხენი შეაშინა. ასევე არ შეიძლება საჭესთან ფეხშიშველი ჯდომა, და ბოლოს, ალაბამაში აკრძალულია მანქანის თვალდახუჭული მართვა.

5. ფილიპინები

image

ფილიპინებში საცობებს როგორც შეუძლიათ ისე ებრძვიან. მაქნანები რომლის ნომრები 1-2 ზე მთავრდება არ უნდა გამოჩნდნენ გზებზე ორშაბათობით. 3-4 ზე დამთავრებული ნომრები სამშაბათობით, 5-6 ოთხშაბათობით 7-8 ხუთშაბათობით, ხოლო 9-0 კი პარასკევობით. შაბათ- კვირას რაც შეეხება, ამ დღეებში აკრძალვები არ მოქმედებს.

6. ავსტრია

image

ავსტრიაში კი ოფიციალურად იკრძალება ვიდეორეგისტრატორები. ამ მოწყობილობის გამოყენება პირად ცხოვრებაში ჩარევად ითვლება.

0
258
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0