x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ციმბირის მატლები, რომლებსაც 42 000 წლის მანძილზე ეძინათ, გააცოცხლეს
მატლები


გქონიათ ცხოვრებაში ისეთი შემთხვევა, როცა დიდი ხნის ძილის შემდეგ გამოგიღვიძიათ სრულიად უცხო ადგილას? ახლა წარმოიდგინეთ, რომ იღვიძებთ... ჩაძინებიდან 42 000 წლის შემდეგ.


სწორედ ასე დაემართათ ნემატოდებს – მიკროსკოპულ მატლებს, რომლებიც ჯერ კიდევ პლეისტოცენის ეპოქაში, ციმბირის ნიადაგში ჩაიყინნენ. ისინი გასაოცრად სიცოცხლისუნარიანები აღმოჩნდნენ და მეცნიერებმა მათი რევიტალიზება შეძლეს.


“Doklady Biological Science”-ში გამოქვეყნებული მასალების თანახმად, რომლებმაც 2018 წლის მაისში იხილა დღის სინათლე, მეცნიერები ადასტურებენ მატლების გაცოცხლების ფაქტს.



ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მრავალუჯრედიანი ორგანიზმები ასეთი ხანგრძლივი ძილის შემდეგ გააცოცხლეს.


მიუხედავად იმისა, რომ ნემატოდები ზომით ძალიან პატარები არიან (დაახლ. 1 მილიმეტრი სიგრძეში), ისინი დაუჯერებელ უნარებს ფლობენ. ზოგი ნემატოდი 1, 3 კილომეტრ სიღრმეზეც კი არის ნაპოვნი მიწაში, ბევრად უფრო ღრმად, ვიდრე ნებისმიერი სხვა მრავალუჯრედიანი არსება.


აღნიშნულ მატლს ხუთი პირი აქვს და ამ ხუთიდან მხოლოდ ერთ-ერთ პირს ივითარებს, იმის მიხედვით, თუ როგორი ტიპის საკვებს მიირთმევს.


მკვლევარებმა შეისწავლეს არქტიკულ მარადიულ ყინულში მყოფი მატლების 300 ნიმუში და გამოყვეს ორი, რომლებიც საუკეთესოდ იქნენ შემონახული. ერთი ასეთი ნიმუში ნამარხი ციყვის ბუდეში იპოვეს, რომელიც მდინარე ალაზეიას მახლობლად, იაკუტიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ასაკი 32 ათასი წლით განისაზღვრა. ხოლო მეორე ნიმუში იპოვეს კოლიმაში, ასევე ციმბირის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც მიმდებარე საბადოების ასაკი დაახლოებით 42 ათასი წლია.


ორივე გაცოცხლებული ნემატოდი არის მამრობითი სქესის. ისინი უკვე მოძრაობენ და ჭამენ, რაც “ბუნებრივი კრიოკონსერვაციის” პირველ დასაბუთებად იქნა მიჩნეული.


მატლები


თუმცა ნემატოდები არ არიან პირველი ცოცხალი არსებები, რომლებიც მეცნიერებმა ანაბიოზში ასეთი ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ გააცოცხლეს. მანამდე მეცნიერების სხვა ჯგუფმა 30 ათასი წლის პრეისტორიული გიგანტური ვირუსის რევიტალიზაცია ასევე წარმატებით მოახერხა.


გაცოცხლებული ნემატოდების დეტალური შესწავლა დღემდე მიმდინარეობს. მეცნიერები ძალიან დიდი გულისყურით სწავლობენ პლეისტოცენის ეპოქის ცოცხალ მატლებს, რათა იმ მექანიზმების ამოხსნა შეძლონ, რომელთა ძალითაც ცოცხალმა არსებებმა ასე დიდხანს გაძლეს.


კვლევის შედეგებს უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია მეცნიერების ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა კრიომედიცინა, კრიობიოლოგია და ასტრობიოლოგია.

0
457
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
457
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0