x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნარიყალას ლეგენდა

image

მრისხანე აღა-მაჰმად-ხანთან მიიყვანეს მშვენიერი ტყვე-ქალი. მეუღლე ბრძოლის დროს დაეღუპა. ძუძუ-მწოვარა ბავშვი მტრებმა დედის თვალწინ დაანარცხეს ქვაზე და მოუკლეს. თვით დედა კი სილამაზემ გადაარჩინა. ეს ქალი საჩუქრად მიჰგვარეს შაჰს. „ჩემთვის საჭირო არ არის! ვინ არის მყიდველი?“ - ბრძანა ათვალწუნებით საჭურისმა შაჰმა. ქალი შეისყიდა ვინმე მდიდარმა ჯაფარ-ბეგმა და მიიყვანა იმ კოშკში, რომელსაც ნარიყალა ეწოდებოდა.

ჯაფარ-ბეგმა ქალს უბრძანა, მაჰმადიანობა მიეღო და მისი ხასა გამხდარიყო... ქალმა არაფერი უპასუხა. ჩაფიქრდა... მერე ჯაფარ-ბეგს ხელის გული გაუსინჯა და უთხრა: ხელის გულის ხაზები მეუბნება, რომ შენ ამაღამ საკუთარი ხანჯლით სიკვდილი გიწერიაო. ქალმა ჯაფარ-ბეგს ხანჯალი მოსთხოვა: "შევულოცავ და უვნებელი გახდება, სიკვდილი თავიდან აგცილდებაო. (მაჰმადიანებს სწამთ რა რომ ქართველმა ქალებმა იარაღის შელოცვა იციან, ჯაფარ-ბეგმა ხანჯალი შემოიხსნა და ქალს გადასცა. ქალმა ჯერ შეულოცა, მერე ხანჯლის წვერი გულზე მიიდო და ჯაფარ-ბეგს უთხრა: "ხანჯლის ტარს ხელი დაჰკარი და დარწმუნდები, რომ არ დავიჭრები". ჯაფარ-ბეგმა თხოვნა შეუსრულა და... ტყვე ქალი გულ-განგმირული დაეცა მბრძანებლის ფეხთა წინაშე.

0
342
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
342
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0