x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში – 1930 წლის უნიკალური ფოტოები და ისტორია
image
დღესდღეობით ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ქვეყნის ნაკრებისათვის დიდი პატივია. 1930 წელს კი სულ სხვა სიტუაცია გახლდათ: ურუგვაი, რომელსაც ჩემპიონატისათვის უნდა ემასპინძლა, დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩდა - ამდენი ნაკრების მასპინძლობა ადვილი არ იყო, მით უმეტეს, რომ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა. ეს ფაქტორი პრობლემებს უქმნიდა ევროპულ ნაკრებებსაც, რადგან სამხრეთ ამერიკამდე საკმაოდ შორი გზა იყო.image
ფიფას პრეზიდენტის დაჟინებულ თხოვნას, მონაწილეობა მიეღოთ ევროპულ გუნდებს ჩემპიონატში, საბოლოოდ დაეთანხმნენ საფრანგეთის, რუმინეთის, იუგოსლავიისა და ბელგიის ნაკრებები. მთლიანობაში, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 13-მა გუნდმა: ხსენებული 4 ნაკრები, ურუგვაი, არგენტინა, ჩილე, ბრაზილია, ბოლივია, პერუ, პარაგვაი, აშშ და მექსიკა.image

პირველი შეხვედრები იყო 1930 წლის 13 ივლისს საფრანგეთი-მექსიკა ( 4-1) და აშშ-ბელგია (3-0). პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში გაიტანა ფრანგმა ლუსიენ ლორანმა. 30 ივლისს კი ფინალში ურუგვაის ნაკრებმა არგენტინის გუნდი დაამარცხა 4-2 და პირველი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

image

საინტერესო ინფორმაციები:


ურუგვაის ჩემპიონატის მასპინძლობა განპირობებული იყო, მისი 100 წლის დამოუკიდებლობის იუბილეთი.

ფინალს ესწრებოდა 93 000 მაყურებელი.image

I ჯგუფში, არგენტინა-მექსიკის თამაშისას მსაჯმა ორჯერ დანიშნა მექსიკელტა სასარგებლოდ პენალტი. იმ დროისათვის თერთმეტ მეტრს მსაჯები ნაბიჯებით ზომავდნენ და როგორც აღმოჩდა, მექსიკელებმა ორივე პენალტი 15 მეტრიდან შეასრულეს და უშედეგოდ.

ფინალური მატჩის დროს ურუგვაიში მიმდინარეობდა საპარლამენტო სხდომა, თუმცა დეპუტატებმა ვერ შეძლე თავიანთი საქმის შესრულება, რადგან ისინი სრული შემადგენლობით ჩემპიონატს ადევნებდენ თვალს. ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ კი ყველანი სტადიონზე გაემართნენ და ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცეს.


3
598
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
598
  
2020, 25 თებერვალი, 4:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 23 თებერვალი, 2:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 19 თებერვალი, 3:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3