x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გოგრა – სასარგებლო და გემრიელი პროდუქტი
image
გოგრის ისევე, როგორც მრავალი ბაღჩეული თუ ბოსტნეული კულტურის წარმოშობის ადგილი ამერიკის კონტინენტია.

ამჟამად მსოფლიოში გოგრის სხვადასხვა სახეობაა გავრცელებული. მას იყენებენ მრავალი ფორმით, კერძოდ: მოხარშულს, შემწვარს, ფაფის სახით, მის მარცვალს მიირთმევენ მზესუმზირის მსგავსად და ასე შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზმისათვის სასარგებლოა როგორც ძირითადი მასა, ასევე უმი თესლიც.

მწიფე გოგრა დაახლოებთ 90% წყალისაგან შედგება, გარდა ამისა, ის შეიცავს: A, B, B1, C, D, E, PP, K და იშვიათ K ვიტამინს.

გოგრა ასევე მდიდარია ისეთი მინერალებით, როგორიცაა: ფტორი, მაგნიუმი, მანგანუმი, სპილენძი, ფოსფორი, კალციუმი, თუთია, იოდი.


გოგრა კარგი საშუალებაა ორგანიზმიდან შლაკების, ტოქსიკური ნივთიერებებისა და ქოლესტერინის გამოსადევნად. ის ასევე ხელს უწყობს გულის მუშაობას და ამცირებს ჰიპერტონიის რისკს. კარგი საშუალებაა დიეტისათვის. გოგრა ასევე დადებითად მოქმედებს კუჭზე, ნაწლავებსა და სისხლძარღვებზე.image

რაც შეეხება გოგრის თესლს. მისი მირთმევა ჯანმრთელობისათვის რეკომენდებულია უმად. ის კარგი საშუალებაა ორგანიზმში პარაზიტ ჭიებთან საბრძოლველად.


სასარგებლო თვისებებს გოგრა საუკეთესოდ ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურაზე, ხოლო ყველაზე ხანგრძლივად ინახება გრილ და მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას. გემოვნური თვისებები უფრო მაღალი აქვს მკვეთრი ყვითელი ფერის მქონე გულს.

თქვენთვის საინტერესოა:

1.

ტოპ 10 სასარგებლო ბოსტნეული

2.

რომელი ჩირი რისთვისაა სასარგებლო?! – ამის ცოდნა აუცილებელია!

3.

როდის და რომელი ჯიშის ვაშლი უნდა მიირთვათ?! -სასარგებლო რჩევები


0
350
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
350
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0