x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
კაცი დედას ახრჩობდა - საქმე ქუთაისის სასამართლოში

imageქუთაისის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ადამიანს, რომელმაც საკუთარი დედის მიმართ ძალადობრივი ქმედება განახორციელა. კერძოდ, წააქცია და ხელი მოუჭირა ყელზე.

"ალკოჰოლით მთვრალმა ზ.მ-მ იძალადა დედაზე ვ.დ- ზე - წააქცია და ხელი მოუჭირა ყელზე. დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. შემთხვევიდან მეორე დღეს, დედას მოკვლით დაემუქრა" - ირკვევა საქმის მასალებიდან.

საქმეზე განაჩენი მოსამართლე ნანა ჯოხაძემ გამოიტანა.

ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. მოსამართლემ მას საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, 145 საათის ვადით, დააკისრა.

0
187
შეფასება არ არის
ავტორი:გეორგ დვალი
გეორგ დვალი
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0