x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ნამდვილი ფელეტონი - ნევროზი მაქვსო "რენდომ" იტყვიან ხოლმე...

image
ამერიკულ ჟურნალ "ლიბერტში", 1938 წლის 22 იანვარს დაიბეჭდა 30 წლის მოქალაქის იუმორისტული მოთხრობა. იგი წერდა, რომ თავის ტკივილმა შეაწუხა და კონსულტაციისთვის ექიმს მიმართა, მაგრამ ამ უზარმაზარი ეპოპეის შემდეგ თავის ტკივილმა ის პათოლოგიურად შეაწუხა.

10 ექიმის დიაგნოზი და დანიშნულება.

პირველი ექიმი-პაციენტს ესაჭიროება ცხვირში ჩაბერვა, უნდა ეჩვენოს ოტორინოლარინგოლოგს.

მეორე ექიმი-ცხვირში ყველაფერი ნორმალურადაა, უნდა ეჩვენოს ოკულისტს.

მესამე ექიმი-ავადმყოფს აქვს დაბალი წნევა, გამოეწერა ინიექცია.

მეოთხე ექიმი-ავადმყოფს აქვს მაღალი წნევა, გამოეწერა დიეტა.


მეხუთე ექიმი-ღვიძლია გადიდებული.გამოეწერა ელექტრომკურნალობა.

მეექვსე ექიმი-ღვიძლი არაა გადიდებული, მოშლილია ნაღვლის ბუშტის ფუნქცია.

მეშვიდე ექიმი-დაქვეითებული გლანდების ფუნქცია, გამოეწერა ნემსები.

მერვე ექიმი-მოწამლულია კუჭ-ნაწლავი, უნდა შეამციროს კვება, არ მოსწიოს თამბაქო.

მეცხრე ექიმი-ტიპური ნევროსტენიკია, გამოეწერა დაშაქრული აბები.

მეათე ექიმი-"ავადმყოფი ჯანმრთელია", მას მხოლოდ თავი სტკივა.სულ ესაა, მხოლოდ თავის ტკივილი...


1
146
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ქაფიანიძე
მაკა ქაფიანიძე
146
  
2020, 18 თებერვალი, 8:36
კარგად ვიხალისე
0 1 1