x
პასუხის პასუხი
ამ სტატიის მიზანია, გაგაცნოთ ჩემი მიზნები.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ წერა ყოველთვის მიყვარდა და არასდროს მიფიქრია, აზრის სხვისთვის მოხვევა, არც თავი მგონია ვინმეზე მეტი, რადგან მგონია, ყველა ადამიანს თანასწორი უფლებები აქვს, მიუხედავად იმისა, გლეხია, მუშა თუ პრეზიდენტი. ამას გარდა, ნებისმიერ ჩვენგანს საკუთარი გემოვნება გააჩნია, საკუთარი თვალთახედვა, რაც სხვებისგან გამოარჩევს და ძალიან მიხარია, როდესაც კრიტიკულ შეფასებას ვიღებ, რადგან მეხმარება, კონკრეტული შეცდომა დავინახო და შესაბამისად, გამოვასწორო ის. თუმცა, შეურაცხყოფოფის მიყენება და ჩემი მოსაზრებების დაცინვა, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია.

მე ვწერ...

იმიტომ, რომ ეს მეხმარება ემოციებისგან დავიცალო.


მე გიზიარებთ ჩემი ცხოვრების დეტალებს...

იმიტომ, რომ მინდა თანამონაწილე გაგხადოთ ჩემს ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა.

როგორც იცით, სამშობლოსგან შორს ვარ და ძლიერ ნოსტალგიას განვიცდი და დაბრუნების სურვილი მკლავს, თუმცა მე ვრჩები. არა იმიტომ, რომ ჯაჭვით ვყავარ ვინმეს დაბმული, არამედ იმიტომ, რომ აქ მიღებული განათლება მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი ქვეყნის წინსვლისთვის მომავალში. ნამდვილად არ მიფიქრია, თუ ამას ტრაბახში ჩამითვლიდნენ, რაც, ალბათ, ჩემი ბრალიცაა.

ყოველთვის უფრო ჰუმანური დამოკიდებული მქონდა იმ ადამიანების მიმართ, ვინც რამეს მიშავებდნენ, მინდა ეს გამოვასწორო და იმედი მაქვს თქვენ დამეხმარებით ამაში, მჭირდება, რომ მხარდაჭერა ვიგრძნო და მათ, ვინც ჩემსავით იმიგრირებულია გარკვეული მიზეზების გამო, ვაგრძნობინო, რომ მარტო არ არის, რომ ჩვენ იმაზე მეტნი ვართ ვიდრე წარმოგვიდგენია და ერთმანეთის გვერდში დგომით ნებისმიერი მიზნის მიღწევას შევძლებთ...


1
6
შეფასება არ არის
ავტორი:blogger
blogger
6
  
2020, 26 თებერვალი, 7:41
როგორც ჩანს ჯერ ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი ხარ... არ იცი, რომ წარუმატებელ, ცხოვრებაზე გაბრაზებულ ადამიანების კომენტარებს, რომელთაც თვითონაც არ იციან რა უნდათ და ხანდახან სხვადასხვა სტატიების ავტორების სიტყვებზე გამოკიდებულ კომენტარებს ისვრიან, ყურადღება არ უნდა მიაქციო :))... საკმაოდ კარგად და საინტერესოდ წერ. წარმატებები წერაშიც და ცხოვრებაშიც...
0 1 1