x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ციფრების მაგია, ან როგორ ჩავიფიქროთ სურვილი სწორად 20.02.2020-ში
2020 წლის 20 თებერვალი ძალიან უჩვეულო კომბინაციაა, სადაც მხოლოდ ორი ციფრი გვხვდება. ნუმეროლოგების თქმით, ამ დღეს ბედის კარიბჭე იხსნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დღე მიზნების მისაღწევად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ითვლება, რომ ამ დღეს ბოროტება უკან დაიხევს და კეთილთან არ იბრძოლებს, რაც ამა თუ იმ იდეის განხორციელებაში დაგეხმარებათ.


image

გარდა ამისა, ეს თარიღი ნუმეროლოგიაში ერთგვარ ფულის მაგნიტად განიხილება. ამ წლის 20 თებერვალს დადებული გარიგებები სასურველ შედეგს მოგიტანთ და სიმდიდრის ზრდას ხელს შეუწყობს. შეყვარებული და ოჯახური წყვილებისთვის ასევე კარგის მანიშნებელია.


image


პირადი და ოჯახური ურთიერთობები

თებერვალი ციფრი „2“-ის მრავალ კომბინაციას გვთავაზობს და ეს უნდა გამოიყენოთ, რადგან ორიანი სიმბოლური ნიშანია. პირველ რიგში, ის ადასტურებს, რომ სივრცე მგრძნობიარობით და გულახდილობით სავსეა.


image

ეს რიცხვი ინტუიციას და ხასიათის დარბილებას უკავშირდება. ეს კი პირად ურთიერთობაზე საუკეთესო გავლენას მოახდენს. 2020 წლის 20 თებერვალი იდეალურია ოჯახური ურთიერთობის გასამყარებლად, დანაშაულის პატიებისთვის, ერთობლივი გეგმების შესადგენად და საერთო სურვილების ჩასაფიქრებლად.


image

ამ დღეს კარგი იქნება, თუ ოჯახი მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბება, წვეულებას მოაწყობთ, ტრადიციებს გაიხსენებთ, სურათებს დაათვალიერებთ და ახალ ფოტოებს გადაიღებთ, მოგონებებში ჩაიძირებით. ბევრი ახალგაზრდა ადამიანი ქორწინების ლამაზი თარიღისთვის დამთხვევას ტყუილად არ ცდილობს. სასიყვარულო ქორწინებაში ორიანის არსებობა ურთიერთობის გამყარებას და ოჯახის კავშირის გახანგრძლივებას ხელს შეუწყობს.


შერიგება და ნაცნობობა

მაშინაც, კი თუ ძალიან სერიოზული კამათი მოხდა და შერიგების იმედი უკვე აღარ გაქვთ, 20 თებერვალს წარმატებული მორიგების შანსი გაქვთ, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.


image

თუ ამ დღეს მეორე ნახევარს გაიცნობთ, თქვენი კავშირი მყარი და ბედნიერებით სავსე იქნება. ასეთი შესაძლებლობა ხელიდან რომ არ გაუშვათ, ხალხმრავალ ადგილებს ეწვიეთ: გამოფენებს, კონცერტს, კინოთეატრს, მუზეუმს, აუზს, ბოულინგ ცენტრს. შესაძლოა, ამ დღეს თქვენს ბედს შეხვდეთ.


ბიზნესი და ენერგეტიკა

20.02.2020 ჯადოსნური თარიღია ბიზნესში პოზიციების გასამყარებლად. მოლაპარაკებების გამართვა და გარიგებების დადება სასურველი შედეგების მიღწევას გამოიწვევს და თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება.


image

ნუმეროლოგები ამბობენ, რომ ეს დღე ხელსაყრელია ენერგეტიკული პრობლემების მოსაშორებლადაც. ამისთვის ვიბრაციულ მედიტაციას მიმართეთ. უბრალოდ იისფერი ან ლურჯი ფერის 8 სანთელი აანთეთ. სანთლები თქვენი სურათის ირგვლივ წრეზე დააწყვეთ. დაე, ცოტა ხანი ანთებული გქონდეთ, შემდეგ გადაყარეთ, ხოლო ფოტო ალბომში თავის ადგილზე დააბრუნეთ.


სულიერი პრაქტიკები და სურვილები

image

ეს თარიღი მზის მფარველობის ქვეშაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ჭეშმარიტი ღირებულებების უკეთ შეცნობას შეძლებს. ნუმეროლოგები აღნიშნავენ, რომ 20.02.2020 საკმაოდ ხელსაყრელია იმისთვის, რომ სურვილები ჩაიფიქროთ. ასევე ამბობენ, თუ სურვილი სწორად როგორ უნდა ჩაიფიქრონ. ცალკე ფოლდერში 30-50 სურათი გადმოტვირთეთ, რომლებიც ამა თუ იმ სურვილის შესაბამისი იქნება. ასე თქვენს ცხოვრებაში სასურველ მოვლენებს ან გარემოებებს მოიზიდავთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

უძველესი რუნების სიბრძნე: აირჩიეთ ერთი, რომ გაიგოთ რა გელით მომავლში

image

6 ნიშანი, რომ თქვენ შავი მაგიის გავლენის ქვეშ იმყოფებით

image

ნივთები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანს

image

10 ნივთი, რომლებიც სახლის ენერგეტიკას ანადგურებს და წარუმატებლობას იზიდავს

image

ბინის ბედნიერი ნომრები: თქვენი შეამოწმეთ

image


0
861
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
861