x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ანიტას ამბავი გრძელდება - ვის ეწვივნენ გარდაცვლილი ბავშვის მშობლები?!
image


“ანიტას ამბავი გრძელდება და სწორედ ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა, სიკეთისა და სასწაულების მოსაწყობად” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში “ანიტასთვის” ადმინი წერს. მათი ცნობებით, ანიტას მშობლები კიდევ ერთხელ ესტუმრნენ ლომისას წმ. გიორგის სახელობის ბავშვთა თავშესაფარს. ოჯახის ახლობლები საზოგადოებას მოუწოდებენ, ვაკეთოთ კეთილი საქმეები ანიტას სახელით. შეგახსენებთ, შეგახსენებთ, რომ 2 წლის ანიტა ფაცაცია რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ, ვერაგ დაავადებას ინდოეთის კლინიკაში 30 იანვარს დანებდა. პატარა ანიტა 30 იანვარს ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.

.

"რამდენიმე დღის წინ რომ გეკითხათ, ვიტყოდი, რომ ამ ჯგუფში აღარ მინდა წერა… მაგრამ თქვენმა ერთიანობამ, იმან რომ აგრძელებთ ჩვენს მხარდაჭერას უსაზღვრო ძალა შეგვმატა…მოგვენატრა თქვენთვის სიახლეების გაზიარება!


მინდა გითხრათ, რომ არაფერი არ დასრულებულა! ანიტას ამბავი გრძელდება და სწორედ ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა, სიკეთისა და სასწაულების აურზაურის მოსაწყობად!

.

ანიტას დედიკო და მამიკო დღეს კიდევ ერთხელ ესტუმრნენ ლომისას წმ. გიორგის სახელობის ბავშვთა თავშესაფარს! ამ საოცარი ადგილის შესახებ ანიტელებისგან შევიტყვეთ და ახლა, ამ უსაყვარლესმა ბავშვებმა და მათმა გამზრდელებმა, ჩვენს გულებში დიდი ადგილი დაიკავეს.

.

მართლა აღსანიშნავია, რომ ეს ბავშვები ძალიან ლაღები და ბედნიერები არიან, ამისთვის დიდი მადლობა ადამიანებს, ვინც მათ საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნეს და ყოველდღიურად სითბოს და სიყვარულს არ აკლებენ. თუ ვინმეს სურვილი გაქვთ, მოინახულოთ პატარები, მისამართია: პაპავების ქ. # 2

.

გახსოვდეთ, რომ ყველას შეგვიძლია ერთმანეთის დახმარება!ამ ბავშვების მიმართ გამოჩენილი ყურადღება, არამარტო მათ, არამედ თქვენც უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ!” - წერენ ჯგუფში.

.

რამდენიმე დღის წინ ანიტა ფაცაციას დედამ, მარიკო სადრაძემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, როგორც თავად წერს, შვილის სახელით სიკეთის და ქველმოქმედების კეთებას იწყებს.

,

"გამარჯობა, მე ანიტას დედიკო ვარ და ცოცხალი გადავრჩი. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის! მაპატიეთ, რომ არაფერი გამოგვივიდა. დავმარცხდით ამ ბრძოლაში მე და ანიტა. იმედები გაგიცრუეთ, მაგრამ ზუსტად ვიცი მასაც არ უნდოდა წასვლა. ბოლო წუთამდე მეუბნებოდა, რომ ვუყვარვარ და ჩემთან უნდა. მე ვგრძნობ, რომ ანიტა აქ არის. მუდმივად ჩემ გვერდითაა.

.

ჩემზე წერთ ძლიერიაო, მაგრამ დამიჯერეთ ეს ძალა თქვენ მაპოვნინეთ. თქვენ დამაჯერეთ, რომ ჩემი გოგო განსაკუთრებულია და მეც ვალდებული ვარ ვიყო ღირსეული დედა მისთვის, ვიყო ისეთი, როგორსაც ჩვენი ანიტა იმსახურებს. მინდა მისი დაწყებული კეთილი საქმეები გავაგრძელოთ და არ გავჩერდეთ. ის ძალიან კეთილია. არ უნდოდა სხვა ბავშვის გული, არ წაიღო ჩემმა კეთილმა ადამიანმა. დედამისი ნატრობდა მის გადასარჩენად სხვის გულს, მაგრამ ანიტამ არ გააკეთა ეს.

.

თავისი ნამცეცა გული აირჩია და ისე წავიდა. მინდა მისი სახელი სამუდამოდ გაგრძელდეს... სიკეთეები მისი სახელით არ დასრულდეს, და ღმერთს ვთხოვ მომცეს ამის ძალა. არ შეიძლება ასე ხშირად ირღვეოდეს ბუნების კანონზომიერება, არ უნდა დავუშვათ, რომ დედები აცილებდნენ შვილებს და არა პირიქით... მიყვარხართ ანიტელებო და თქვენ მაძლიერებთ..."- წერს მარიკო სადრაძე.

0
235
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0