x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საინტერესო ფაქტები საქართველოზე, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

image
* საქართველოს მეფეთაგან ყველაზე ხანდაზმული იყო როსტომი, როცა ის ტახტზე ავიდა, 1633 წელს, 67 წლის იყო.

* ზაქარია ფალიაშვილი კათოლიკე გახლდათ.

* თბილისი ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, სადაც შიიტი და სუნიტი მუსლიმანები ერთ მეჩეთში ლოცულობენ.

* ქართველი მხატვარი ლადო გუდიაშვილი ადამიანებს უყუროდ ხატავდა.

* მსოფლიოში არსებული 2000 ყურძნის ჯიშიდან 500 საქართველოში ხარობს.

* თამარ მეფემ და დავით სოსლანმა ქორწილი დიდუბის სასახლეში გადაიხადეს.

* საქართველოში ტკბილეულით მოვაჭრეს ბაყალს ეძახდნენ.

* საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ აფხაზეთის საკათალიკოსო 1814 წლამდე ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას.

* ძველად საქართველოში ვალის დაბრუნების გარანტიად ულვაშის ღერს ტოვებდნენ. ვალის დაუბრუნებლობა სახელის (ულვაშის) შერცხვენას ნიშნავდა.

* საბჭოთა მაღალჩინოსნის, სერგო ორჯონიკიძის დედა მის მშობიარობას გადაჰყვა, ხოლო მამა წყლის რიგში მოკლეს.

* პირველი ავტომობილი თბილისშო 1908 წელს გამოჩნდა.

* ისტორიულად საინგილოს ჰერეთი ერქვა. მისი მოსახლეობა ლეკებმა გაამაჰმადიანეს, “იანგალი” ახალმოქცეულს ნიშნავს და აქედან წარმოიშვა სახელწოდება “საინგილო”.

* მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის მინანქრის ხატია ხახულის ღვთსმშობელი.

* უძველესი ქართული წარწერა, რომელიც 1950 წელს ვირჯილიო კორბომ აღმოაჩინა, პალესტინაში იყო.

* პირველი საბავშვო რკინიგზა მსოფლიოში გაყვანილ იქნა თბილისში, მუშთაიდის ბაღში 1935 წელს.

* სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით თინეიჯერს ჰქვია – ნინველი.

* ინგლისი იყო ქვეყანა, სადაც პირველად თარგმნეს “ვეფხისტყაოსანი”.

* ქრისტეს და ღვთისმშობლის კვართი საქართველოშია. ქრისტეს კვართი მცხეთაში, ხოლო ღვთისმშობლის კვართი – ზუგდიდში.

1
2521
5-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
2521
  
2020, 25 თებერვალი, 3:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1