x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ტარაკნის რძე - შეუცვლელი ჯანმრთელობის ელექსირი

image


სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმალური კონცენტრაციის მქონე სუპერსაკვები (სუპერსაკვებს უწოდებენ იმ პროდუქტებს, რომელზეც მეტნაკლები მტკიცებულებები არსებობს, რომ მათ ჯანმრთელობის მხრივ სასარგებლო მახასიათებლები გააჩნიათ. სუპერსაკვებს აქტიურად იყენებენ ის ადამიანები, ვისაც მცენარეული და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საკვები უყვარს, ასევე ასეთი სახის საკვები მეცნიერების კვლევის მნიშვნელოვან საგანს წარმოადგენს.) რომლებიც ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებებისდა დაბერებისგან იცავს, შეიძლება ითქვას რომ პოპულარობის პიკშია. ის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულად ზრუნავს, პერიოდულად ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული სრულიად წარმოუდგენელი ნივთიერების მიღებაც კი უწევს. ყველაზე ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტების სიის სათავეში გაგიკვირდებათ და, ახლახანს ტარაკნის რძე მოხვდა. ჯანსაღი კვების მიმდევართა აზრით, ჯადოსნური სითხის სარგებელი ჯერჯერობით სათანადოდ შეფასებული არ არის.


image


საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ, ისეთი უცნაური სუპერ სასარგებლო რამდენიმე პროდუქტის შესახებ შეიტყო, როგორიცაა - ნუშის რძე, ბროკოლის ყავა და ტარაკნის რძე. გაგიკვირდებათ და, ზემოთ ჩამოთვლილ საკვებ პროდუქტებს შორის ტარაკნის რძე დამსახურებულად საპატიო, პირველ ადგილს იკავებს.


image



ეს "ღვთიური" სითხე ცილის კრისტალებს შეიცავს, რომელიც ენერგეტიკული ღირებულებით, ჩვეულებრივი ძროხის რძეს ბევრად აღემატება. გარდა ამისა, ის ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ, უამრავ ამინომჟავას შეიცავს, რომელიც კუნთების აღდგენისთვის არის საჭირო.


image


როგორც წესი, ჩვეულებრივ რძეში ცილა ადვილად აითვისება, ხოლო პროტეინებს, რომლებსაც ტარაკნის რძე შეიცავს, ორგანიზმი დიდი ხნის განმავლობაში ითვისებს. ტარაკნის რძე - მაღალი ცილის შემცველი სითხეა, რომელიც მდედრ ტარაკნებში, შთამომავლების გამოსაკვებად წარმოიქმნება. მისი მოპოვება მხოლოდ ერთი ტიპის მწერისგან - წყნარი ოკეანის ტარაკანა- ხოჭოსგან არის შესაძლებელი.



image


ამ უჩვეულო სითხეს პრაქტიკულად სრულყოფილ საკვებს უწოდებენ და მას, ზოგიერთი ადამიანი დიდი რაოდენობით პროტეინის შემცველობის გამო, ძროხის რძის ნაცვლადაც იყენებს, თუმცა მეორე მხრივ, ეს პროდუქტი ძალიან ცხიმიანი და კალორიულია, ამიტომ ტარაკნის რძის უზომო გამოყენებას დიეტოლები წონის დაკლების მსურველებს არ ურჩევენ.



image


ამ ჯანმრთელობის ელექსირის მოპოვება საკმაოდ რთულია. პატარა ჭიქა რძისთვის, დიდი რაოდენობით მწერია საჭირო. ტარაკნებს ძროხის მსგავსად არ წველიან, მათ უბრალოდ ანაწევრებენ, რის შედეგადაც სასარგებლო ნივთიერებას ღებულობენ. ტარაკნის რძე თავისუფალ გაყიდვაში არ არის, თუმცა ის ნაყინის შემცველობაში გვხვდება, რომლის შეძენაც სამხრეთ აფრიკაში, კერძოდ ტოკაის ფერმერულ ბაზარშია შესაძლებელი.



image


რთულია იმსჯელო ტარაკნის რძის გემოვნურ თვისებებზე, მას ჯერ მხოლოდ მეცნიერული თვალსაზრისით განიხილავენ. სუპერსაკვებს ჯანსაღი ცხოვრების წესით გატაცებული მრავალი ადამიანი უკვე აღმერთებს. ვფიქრობ, სასარგებლო საკვების მოყვარულთათვის ეს უჩვეულო სითხე ჯანმრთელობის ნამდვილ ელიქსირად იქცევა.



0
276
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
276