x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508536
მსოფლიოს ჩემპიონმა ქალმა დოპინგის ტესტის ჩავარდნა სექსს დააბრალა და ექსპერტიზამაც გაამართლა

image ცხოვრება, რომ კურიოზებითაა სავსე ჩემგან არავის გესწავლებათ, მაგრამ კურიოზი რომელიც კანოეთი ნიჩბოსნობაში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონ კანადელ ლორენს ვენსან-ლაპუანტს შეემთხვა განსაკუთრებულია.
კანადელმა ჩემპიონმა ქალმა დოპინგ ტესტი ვერ გაიარა, მის სისხლში მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც აღმოჩნდა სპორტისათვის აკრძალული ნივთიერება და კანადელს დისკვალიფიკაცია დაემუქრა.
კანადელი კატეგორიულად გამორიცხავდა დოპინგის მიღებას, თუმცა განმეორებითმა დოპინგ-ტესტმა ისევ დოპინგის კვალი აღმოაჩინა სისხლში და აქ კანადელს გაახსენდა ფაქტი, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო მის სისხლში მოხვედრილი დოპინგის მიზეზი გამხდარიყო.
კანადელმა მის სისხლში დოპინგის კვალის აღმოჩენა დააბრალა სექსს, რომელიც მას დოპინგ-ტესტის წინა დღეს ჰქონდა მეგობარ ახალგაზრდა მამაკაცთან, კანადის სამოყვარულო ფეხბურთის კლუბის წევრთან.
როგორც კანადურმა ტელეკომპანია "CBC"-მა გაავრცელა ინფორმაცია ახალგაზრდა ფეხბურთელი იღებდა დოპინგს, რომელიც ინტიმური კავშირისას სპერმით გადავიდა კანადელი ნიჩბოსნის ორგანიზმში, დოპინგ-ტესტმა მართლაც ფეხბურთელის სისხლში აღმოაჩინა დოპინგის კვალი. საბოლოო ჯამში საერთაშორისო ორგანიზაციამ ნიჩბოსნობაში გამოიტანა ვერდიქტი: ვენსან-ლაპუანტს მოეხსნა შეზღუდვა და ის მთლიანად გამართლდა, მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შეჯიბრებებში, კანადელს 2019 წლის აგვისტოდან ჰქონდა შეზღუდვა მიმდინარე გამოძიების გამო.
კანადელი ნიჩბოსანი მომხდარის შემდეგ მეგობარ მამაკაცს დაშორდა.



0
343
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
343