x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რა იყო ადამიანის დედამიწაზე გაჩენის მიზეზი
image

მედისონში (აშშ) ვისკონსინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს დედამიწაზე ადამიანების გადასახლებისა და ადამიანური ცივილიზაციის გაჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ეს იყო კლიმატური ცვლილება, რომელიც გამოწვეული იყო დედამიწის ღერძის რხევებით. ამის შესახებ იტყობინება Phys.org.org–ი.



მკვლევარებმა შეისწავლეს ბოლო 140 ათასი წლის განმავლობაში კლიმატური და მცენარეული ცვლილებები აფრიკაში, არაბეთსა და ხმელთაშუა ზღვაში. ნაშრომში აღწერილია დინამიური მოდელი, რომელიც გვიჩვენებს, თუ როდის იყო ტენიანი ან მშრალი ეს რეგიონები, ხოლო მცენარეული საფარი ადამიანებს მიგრაციის დერეფნებს უქმნიდა.


მოდელი გვიჩვენებს, რომ დაახლოებით 125, 000 წლის წინ, ზაფხულის მუსონური წვიმების ზრდა დაფიქსირდა ჩრდილოეთ აფრიკასა და არაბეთის ნახევარკუნძულზე. ამან გამოიწვია საჰარისა და არაბეთის უდაბნოების არეალის შემცირება საძოვრების გაფართოების ხარჯზე.



ხმელთაშუა ზღვაში და ლევანტში (ტერიტორია, რომელიც მოიცავს სირიას, ლიბანს, იორდანიას, ისრაელს და პალესტინას), ზამთარში ასევე გაიზარდა ნალექების რაოდენობა.


ეს ცვლილებები განპირობებული იყო დედამიწის პოზიციის ცვალებადობაზე მზესთან მიმართებასი. ჩრდილოეთ ნახევარსფერო ზაფხულში მზესთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე სამხრეთი, ხოლო ზამთარში პირიქით, უფრო დაშორებული. ამან ხელი შეუწყო თბილ, ნოტიო ზაფხულს და ცივ ზამთარს.

დაახლოებით 70-15 ათასი წლის წინ დედამიწაზე გამყინვარების ხანა არსებობდა, ყინულის საფარის არსებობამ გააძლიერა ხმელთაშუა ზღვის ზამთრის ქარიშხლები და გამოიწვია უფრო მშრალი კლიმატი, რამაც გამოიწვია ყინულის საფარის შემცირება ეკვატორთან ახლოს. დროთა განმავლობაში ამან ხელი შეუწყო ხალხის მიგრირებას ტენიან ადგილებში, სადაც დიდი რაოდენობით მცენარეები ხარობდა.


იხილეთ ავტორის სხვა სტატიები

1
634
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
634
  
2020, 30 იანვარი, 2:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1