x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მეცნიერების მორიგი აღმოჩენა: პორნოგრაფია ტვინის ფუნქციონირებას ცვლის

image


გერმანელი ფიზიკოსის მაქს პლანკის ადამიანის განვითარების ინსტიტუტის მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც 21-დან 45 -წლამდე სრულიად ჯანმრთელი 64 მამაკაცი მონაწილეობდა. კვლევის მონაწილეებს სულ რამდენიმე კითხვისთვის უნდა ეპასუხათ, მათ შორის, თუ რამდენ დროს ანდომებდა საშუალოდ თითოეული მათგანი პორნოს ყურებას. აღმოჩნდა, რომ "ზრდასრულთა ფილმებს" კვირაში 4 საათზე მეტ ხანს არცერთი მათგანი არ უყურებდა.


image


კვლევის მეორე ნაწილში, მეცნიერებმა მონაწილეების თავის ტვინის ქერქი პორნოგრაფიული შინაარსის მქონე ფოტოებისა და ვიდეომასალის ყურებისას დეტალურად შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ისინი ვინც ყოველდღიურ ცხოვრებაში "ზრდასრულთა ფილმებს" იშვიათად უყურებდა, პორნოგრაფიული ფოტოების ჩვენებისას, ტვინის გარკვეული უბნები ნაკლებად უღიზიანდებოდათ. გარდა ამისა, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პორნოს ყურება ტვინის იმ ნაწილს, რომელიც მოტივაციაზე პასუხისმგებელი საგრძნობლად სუსტდებოდა.


image


ნეირომეცნიერები თეორიებს ჯერ კიდევ აყალიბებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ტვინის დაჯილდოვების (ჯილდოს სისტემა - ტვინში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემაა) სისტემის რეგულარული სტიმულირება პორნოს მეშვეობით, ნეირონების საპასუხო რეაქციას იწვევს.




0
552
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
552