x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ავსტრალია, მატერიკი და მისი თავბრუდამხვევი ამბები
ავსტრალია. ბევრი ადამიანის საოცნებო ადგილი

ავტორი:იოანე მახარაძე

ალბათ, სამყაროსგან ყველაზე მოშორებით, წყნარად, დამოუკიდებლად და საკუთარი თავის იმედად მდებარე ავსტრალია, ბევრი ადამიანისთვის ფავორიტი და, მეტიც, საოცნებო მატერიკია. ავტრალიის გეოგრაფია ყველა კონტინენტისგან განსხვავდება რაღაც იდუმალებით და ეს იდუმალება, ალბათ, მისი მდებარეობისგან გამომდინარეობს. მატერიკს ესაზღვრება ორი დიდი ოკეანე, მის ირგვლივ მდებარე კუნძულები კი ქმნის ერთ დიდ სისტემას, რომელსაც
ავტრალია და ოკეანეთი ეწოდება. ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება, დიდი ქალაქების ახლო მდებარეობა, ათობით დიდებული ღირსშესანიშნაობა და კლიმატური თავისებურება ავსტრალიას ბევრი ტურისტის საბოლოო დანიშნულებად აქცევს.

ყველაფერი 1770 წლის 29 აპრილიდან დაიწყო, როდესაც ინგლისელმა კაპიტანმა, ჯეიმს კუკმა ავსტრალიის კონტინენტზე დადგა ფეხი, ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მას კენგურუ ყველაზე ძალიან მოეწონა. ერთ-ერთი ვერსიით, ჯეიმს კუკმა აბორიგენს ჰკითხა, თუ რა ცხოველი იყო მის წინ, ადგილობრივმა კი უპასუხა „მე შენი არ მესმის“, რაც ადგილობრივ ენაზე იყო „კენგურუ“. დღეს აღნიშნული ცხოველი ავსტრალიის სახელმწიფოს სავიზიტო ბარათია, ქვეყნის ტერიტორიაზე რამდენიმე ათობით სხვადასხვა სახეობის კენგურუ ბინადრობს, მეტიც ქვეყნის გზებზე სპეციალური ნიშნებია, რომლებიც მძღოლს მიუთითებს, რომ შესაძლოა გზაზე კენგურუმ გადაირბინოს.


image

ავსტრალიის სამხრეთში მდებარეობს პატარა, ძალიან ლამაზი კუნძული, რომლისს სახელზეც გავლენას ახდენს ადგილობრივი ფაუნა და ამ კუნძულს „კენგურუ აილენდი“ ეწოდება. კუნძული ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და მიმზიდველ ღირსშესანიშნაობად ითვლება ტურისტებს შორის. გთავაზობთ ფოტოს, რომელიც ყველაზე ცნობილია ამ კუნძულზე გადაღებულ სურათებიდან

image


როდესაც ავსტრალიის ფაუნაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, მეორე ცნობილი ცხოველი, რომელიც დათვის ყველაზე უწყინარი სახეობაა, მას არ შეუძლია თავდაცვა, როდესაც ვინმე ან რაიმე თავს ესხმის, ტკივილის დროს ახასიათებს ტირილი. ცნობილია, რომ უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით, კი ბავშვებთან ერთად თამაში. ერთ-ერთი ტურისტი წერდა: „ როდესაც ვიქტორიის შტატში ვიყავი, ავტრალიელი ბავშვები ლამაზ, მწვანე მინდორზე ფეხბურთს თამაშობდნენ, მეკარის უკან უცნაური რამ შევნიშნე, კოალა მიწაზე იჯდა და ისე აკვირდებოდა თამაშს, როგორც მკაცრი არბიტრი“

კოალას პოპულაცია საფრთხე 2015 წელს დაემუქრა, მათი რაოდენობა 60 000-ია, ავტრალიის გახმაურებული ხანძრის დროს შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც კოალას პოპულაციის დაცვა დაისახა მიზნად.

image

ავსტრალიის ფაუნის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია ქუოკა, რომელიც ყველაზე ბედნიერი ცხოველია დედამიწაზე, მისი ნახვისას აუცილებლად მოგეჩვენებათ, რომ ის მუდმივად, გულიანად იცინის.image

ავსტრალიაზე საუბრისას, არ შეიძლება არ ვახსენოთ მთა, რომლის შეფერილობაც დროზეა დამოკიდებული. ურულუს დაცულ ტერიტორიაზე მდებარე მთა ურულუ, სხვადასხვა ფერია დილას, შუადღეზე და საღამოს. image

ავსტრალიის ტერიტორიაზე- მთა, უდაბნო, პიკი და დიდი ქალაქი მონაცვლეობს. უდაბნოებს შორის აღსაღნიშნავია დიდი ქვიშიანი და ვიქტორიას დიდი უდაბნო. ამ უკანასკნელმა სახელი დედოფალ ვიქტორიას პატივსაცემად მიიღო, ისევე, როგორც ავსტრალიის ერთ-ერთმა და უმნიშვნელოვანესმა შტატმა. ავსტრალიის უმაღლესი მწვერვალია კოსწიუშკო, რომლის სიმაღლეც 2228 მ-ია. მატერიკის აღმოსავლეთით მდებარეობს დიდი ბარიერული რიფი, რომელიც მომნუსხველი სილამაზისა და გრანდიოზული სანახაობის მქონე ადგილია.

image

ავსტრალია მსოფლიოს ერთადერთი სახელმწიფოა, რომელშიც დაფიქსირებულია ე.წ „კონტინენტური ცუნამი“, ეს არის მოვლენა, რომლის დროსაც ქვეყნის დასავლეთ სანაპიროს თავს დაატყდა გიგანტური ტალღა, ოღონდ ეს სტიქია არ იყო გამოწვეული მიწისძვრისგან. ტაიფუნი იმდენად გაძლიერდა, რომ შტორმმა გადააჭარბა შკალას, რის გამოც უდიდესი ტალღა ვერ შეფასდა, როგორც შტორმი, მსოფლიოს გეოგრაფიულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა ამ მოვლენისთვის „კონტინენტური ცუნამი“ ეწოდებინა...

ავსტრალიის სახელმწიფო

მართალია, ავსტრალიის კავშირი დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა, თუმცა მას ჯერ კიდევ ამჩნევია ინგლისის კვალი. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელიზაბეთ უინძორი დღეს, ავსტრალიის მონარქია, ავსტრალიის დროშა ძალიან ჰგავს დიდი ბრიტანეთისას, მაგრამ მასზე 6 ვარსკვლავია დატანილი, რომელიც მის 6 შტატს აღნიშნავს.

image



ავსტრალიის უდიდესი შტატი, ფართობით არის დასავლეთ ავსტრალია, სახელმწიფოს აქვს კუნძულოვანი შტატი-ტასმანია და ასევე ფედერალური მიწა, კანბერა. (ეს შემთხვევა ძალიან ჰგავს აშშ-ს ვარიანტს, რადგან აშშ-ს დედაქალაქის კოლუმბიის ოლქში მდებარეობს, რომელიც მთავრობამ სპეციალურად გააჩინა)

ავსტრალია არის სახელმწიფო, რომლის ფარგლებში მდებარეობს ყველაზე სამხრეთით მდებარე მილიონერი ქალაქი-მელბურნი. ქვეყნის უდიდესი ქალაქი არის სიდნეი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია მსოფლიოში, ფართობით. მთავარ ღირსშესანიშაობად შეგვიძლია მივიჩნიოთ სიდნეის დიდი თეატრი, რომელსაც მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ქვეყანა ფართობით მე-6 ადგილზეა მსოფლიოში, თუმცა მოსახლეობით 51-ე, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში სიმჭიდროვე დაბალია, რადგან მისი კლიმატის გამო მოსახლეობა მხოლოდ აღმოსავლეთისა და სამხრეთის დიდ ქალაქებში ცხოვრობს, როგორებიცაა პერთი, ადელაიდა, ბრიზბენი, სიდნეი, კანბერა*, მელბურნი.

*კანებრა ავსტრალიის ერთადერთი დიდი ქალაქია, რომელიც ზღვის სანაპიროზე არ მდებარეობს...

 ადამიანი,  რომლისგანაც დაიწყო ავსტრალიური ზღაპარი


პ.ს ავსტრალიის კავშირი, „ყველაზე მოწყვეტილი, ბენდიერი, განვითარებული და სუფთა ქვეყანაა“, რომელიც შედის „გიგანტურ ოცეულში“, უმასპინძლა მსოფლიო ოლიმპიადას 2000 წელს. მისი ეკონომიკა მუდიმად ვითარდება. ავსტრალიის მოსახლეობის 30% ლიბერალური შეხედულებისაა, მეორე 30% კი კონსერვატორია, სწორედ მათ შორის იმართება ბრძოლა ყველა არჩევნებზე. „ ავსტრალია სახელმწიფოა, რომელშიც მშობელი ბავშვს ნებას აძლევს, ბურთი კოალასთან (დათვთან) ერთად ითამაშოს, ეს და სხვა თავბრუდამხვევი ამბები, ავსტრალიისთვის ყოველდღიურობაა“ <3 <3

1
205
შეფასება არ არის
ავტორი:ივანე მახარაძე
ივანე მახარაძე
205
  
2020, 29 იანვარი, 14:49
ბრავო ძალიან მაგარია
0 1 1