განათლება ავსტრალია, მატერიკი და მისი თავბრუდამხვევი ამბები 2020, 28 იანვარი, 17:30 ავსტრალია. ბევრი ადამიანის საოცნებო ადგილი
ავტორი:იოანე მახარაძე
ალბათ, სამყაროსგან ყველაზე მოშორებით, წყნარად, დამოუკიდებლად და საკუთარი თავის იმედად მდებარე ავსტრალია, ბევრი ადამიანისთვის ფავორიტი და, მეტიც, საოცნებო მატერიკია. ავტრალიის გეოგრაფია ყველა კონტინენტისგან განსხვავდება რაღაც იდუმალებით და ეს იდუმალება, ალბათ, მისი მდებარეობისგან გამომდინარეობს. მატერიკს ესაზღვრება ორი დიდი ოკეანე, მის ირგვლივ მდებარე კუნძულები კი ქმნის ერთ დიდ სისტემას, რომელსაც ავტრალია და ოკეანეთი ეწოდება. ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება, დიდი ქალაქების ახლო მდებარეობა, ათობით დიდებული ღირსშესანიშნაობა და კლიმატური თავისებურება ავსტრალიას ბევრი ტურისტის საბოლოო დანიშნულებად აქცევს. ყველაფერი 1770 წლის 29 აპრილიდან დაიწყო, როდესაც ინგლისელმა კაპიტანმა, ჯეიმს კუკმა ავსტრალიის კონტინენტზე დადგა ფეხი, ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მას კენგურუ ყველაზე ძალიან მოეწონა. ერთ-ერთი ვერსიით, ჯეიმს კუკმა აბორიგენს ჰკითხა, თუ რა ცხოველი იყო მის წინ, ადგილობრივმა კი უპასუხა „მე შენი არ მესმის“, რაც ადგილობრივ ენაზე იყო „კენგურუ“. დღეს აღნიშნული ცხოველი ავსტრალიის სახელმწიფოს სავიზიტო ბარათია, ქვეყნის ტერიტორიაზე რამდენიმე ათობით სხვადასხვა სახეობის კენგურუ ბინადრობს, მეტიც ქვეყნის გზებზე სპეციალური ნიშნებია, რომლებიც მძღოლს მიუთითებს, რომ შესაძლოა გზაზე კენგურუმ გადაირბინოს. ![]() ![]() როდესაც ავსტრალიის ფაუნაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, მეორე ცნობილი ცხოველი, რომელიც დათვის ყველაზე უწყინარი სახეობაა, მას არ შეუძლია თავდაცვა, როდესაც ვინმე ან რაიმე თავს ესხმის, ტკივილის დროს ახასიათებს ტირილი. ცნობილია, რომ უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით, კი ბავშვებთან ერთად თამაში. ერთ-ერთი ტურისტი წერდა: „ როდესაც ვიქტორიის შტატში ვიყავი, ავტრალიელი ბავშვები ლამაზ, მწვანე მინდორზე ფეხბურთს თამაშობდნენ, მეკარის უკან უცნაური რამ შევნიშნე, კოალა მიწაზე იჯდა და ისე აკვირდებოდა თამაშს, როგორც მკაცრი არბიტრი“ კოალას პოპულაცია საფრთხე 2015 წელს დაემუქრა, მათი რაოდენობა 60 000-ია, ავტრალიის გახმაურებული ხანძრის დროს შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც კოალას პოპულაციის დაცვა დაისახა მიზნად. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ავსტრალიის უდიდესი შტატი, ფართობით არის დასავლეთ ავსტრალია, სახელმწიფოს აქვს კუნძულოვანი შტატი-ტასმანია და ასევე ფედერალური მიწა, კანბერა. (ეს შემთხვევა ძალიან ჰგავს აშშ-ს ვარიანტს, რადგან აშშ-ს დედაქალაქის კოლუმბიის ოლქში მდებარეობს, რომელიც მთავრობამ სპეციალურად გააჩინა) ავსტრალია არის სახელმწიფო, რომლის ფარგლებში მდებარეობს ყველაზე სამხრეთით მდებარე მილიონერი ქალაქი-მელბურნი. ქვეყნის უდიდესი ქალაქი არის სიდნეი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია მსოფლიოში, ფართობით. მთავარ ღირსშესანიშაობად შეგვიძლია მივიჩნიოთ სიდნეის დიდი თეატრი, რომელსაც მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ქვეყანა ფართობით მე-6 ადგილზეა მსოფლიოში, თუმცა მოსახლეობით 51-ე, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში სიმჭიდროვე დაბალია, რადგან მისი კლიმატის გამო მოსახლეობა მხოლოდ აღმოსავლეთისა და სამხრეთის დიდ ქალაქებში ცხოვრობს, როგორებიცაა პერთი, ადელაიდა, ბრიზბენი, სიდნეი, კანბერა*, მელბურნი. *კანებრა ავსტრალიის ერთადერთი დიდი ქალაქია, რომელიც ზღვის სანაპიროზე არ მდებარეობს... ![]() პ.ს ავსტრალიის კავშირი, „ყველაზე მოწყვეტილი, ბენდიერი, განვითარებული და სუფთა ქვეყანაა“, რომელიც შედის „გიგანტურ ოცეულში“, უმასპინძლა მსოფლიო ოლიმპიადას 2000 წელს. მისი ეკონომიკა მუდიმად ვითარდება. ავსტრალიის მოსახლეობის 30% ლიბერალური შეხედულებისაა, მეორე 30% კი კონსერვატორია, სწორედ მათ შორის იმართება ბრძოლა ყველა არჩევნებზე. „ ავსტრალია სახელმწიფოა, რომელშიც მშობელი ბავშვს ნებას აძლევს, ბურთი კოალასთან (დათვთან) ერთად ითამაშოს, ეს და სხვა თავბრუდამხვევი ამბები, ავსტრალიისთვის ყოველდღიურობაა“ <3 <3 208 შეფასება არ არის
|