x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჩორლა - სვანური მითოლოგია
ჩორლა - სვანური მითოლოგია

ჩორლა არის სვანი მონადირე სვანურ მითოლოგიაში. მულახ-მუჟალიდან წასულმა ჩორლამ ცხრა მთა გადაიარა, კვალიც ვერაფრისა ნახა. ბოლოს, ერთ ხევში ჯიხვთა და არჩვთა ჯოგს წააწყდა და დახოცა. ერთმა კოჭლმა თხამ გაასწრო დალების გამოქვაბულს მიადგა. დალებმა მონადირე შეკრეს და მხარი მოსტეხეს. დაჭრილს გზად ჯგირაგი შეხვდა, მოხუცის სახით და ჰკითხა, რა მოგსვლიაო. როცა ამბავი გაიგო, წავიდა გამწყრალი, დალთა ლაშქარს შეერია: ჩემს ერთგულ მორწმუნეს მხარი რად მოტეხეთო! "უფალო, ერთი კოჭლი თხის მეტი არაფერი დაგვიტოვა! - მიუგეს დალებმა - მაგრამ შენს სიტყვას ვერ გადავალთ, წაიყვანეო." ჯგირაგმა ჯიხვი (თუ სამი ჯიხვი) შესთავაზა, აიკიდეო. ვერ ავიკიდებო, მხარი მოტეხილი მაქვსო. მაინც სცადეო! აიკიდა და წავიდა. ჯგირაგმა უკან მიახედა: დალთა ლაშქარი ზვავსა და მეწყერს მიჰქონდა მონადირის განაწყენებისთვის. დალი სახლის სიმაღლეზე ხტებოდა, ზვავს უსწრებდა, მაგრამ ქარის უსწრაფესი ზვავი უკვე ეწეოდა. ჩორლა შეევედრა ჯგირაგს: "უფალო წმინდა გიორგი, მე მაპატიე ეს დალი, ბევრი მშიერი გააძღო, ბევრი დამზრალი გაათბო, უფალო წმინდა გიორგი, არ დამიღუპო ეს დალი!" გადავარჩენო, აღუთქვა ჯგირაგმა, ურიცხვი იყოსო თქვენი შთამომავლობა. სადაც მოკვდე, იქ მოკვესო ეს დალიც.

ჩორლა

ამ დროს მტრედი მოფრინდა და ჯგირაგს ტირილით აუწყა, ქვემო მხარეს თეთრი ყვავილი მოსულა, ქალს დედისერთა ვაჟი უკვდება, ქაჯები დასევიანო! ჯგურაგმა მტრედი უკანვე გაგზავნა და დაავალა გადაეცა, მელოდოს, სწრაფად მოვალო. სანამ წავიდოდა, ჩორლას მიუბრუნდა და უთხრა: ყოველდღიურად თითო ჯიხვი მიჩუქებიაო შენთვის! და წავიდა, მივიდა ქაჯებთან, მათრახით დაერია და გაყარა. ჩორლა კი შინ წავიდა და შინვე დახვდა ის გადაჩენილი დალიც. საუბედუროდ, ჩორლას ცოლი მეძავი აღმოჩნდა და ამიტომ როგორც კი დალმა მის ნატერფალზე დაადგა ფეხი, იქვე სული დალია. ჩორლა მიხვდა რაშიც იყო საქმე, ორგული ცოლი დაწყევლა და თვითონაც იქვე დაეცა მკვდარი.

სხვა ვერსია: დალის გამოქვაბულთა მისულ ჩორლას დალები დასევიან, ჩვენი ჯიხვები სულ დაუხოცავს სისხლისმსმელ ჩორლასო! - და კლდეზე დაჰკიდეს მარცხენა ფეხით და მარჯვენა ხელით. "საბრალო ჩორლა, სად დარჩება შენი ძვალიო!" ჩორლა ერთგულ ძაღლს ყორანას (ღვამლადს) სთხოვს შინ წადი, ჩემი ძმები მოიყვანე რომ ჩემი ნეშთი წაასვენონ და ჩემი იარაღიც უპატრონოდ არ დატოვონო. ძაღლი სასწრაფოდ წავა სახლისკენ და შინისკენ გაქცეულს გზად ჯგირაგი შეხვდება. ყორანა ჯგირაგს წაიყვანს კარგი მონადირის გადასარჩენად. მითი სასიმღერო ბალადის სახითაა შემონახული და საინტერესოა წარმართული და ქრისტიანული წესების შეზავებით.

წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.

კრებულები:

1. ქართველური ტომები

2 ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია

ავტორი: თორნიკე ფხალაძე

3
298
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
298
  
2020, 1 თებერვალი, 12:06
მითოლოგიაზე დგას ერის წარსული. კარგ საქმეს შეჭიდებიხარ თორნიკე და წარმატებით გევლოს ამ გზაზე.
2020, 30 იანვარი, 2:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 28 იანვარი, 17:26
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

0 1 3