x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
დღეს ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება - ასტროლოგის გაფრთხილება და რჩევები
image
ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე წერს.


"27 იანვარს ე.წ. ლილიტი, იგივე შავი მთვარე, გადავიდა ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, სადაც 21 ოქტომბრამდე დარჩება

ლილიტი ვერძის საკვანძო სიტყვებია: გმირობა და უკიდურესობები (ზღვარგადასული აქტიურობა ან პიქით, პასიურობა)

რატომ არის ახლა ეს ინგრესია ასეთი საყურადღებო ქვემოთ მოგახსენებთ:


როგორც იცით ვერძი იმართება მარსით, მარსი კი აგრესიის, ეკსპანსიის, იმპულსურობის განსახიერებაა, მას ბევრი არ სჭირდება, რომ უცაბედი, დაუფიქრებელი ქმედებები განახორციელოს და რადგან ლილიტი, რომელიც ასტროლოგიაში მოიაზრება როგორც ცდუნება, შეცდომები, მანკიერება უახლოესი 9 თვის განმავლობაში მარსის სამფლობელოში, ვერძში იმოძრავებს, ამიტომ, მაღალია ტემპერატურის აწევის, კონფლიქტების წარმოქმნის, აგრესიის ალბათობა როგორც საზოგადოებაში, ისე საერთაშორისო ურთიერთობებში, მსოფლიო დონეზე

ამ დროს მატულობს იმპულსური ქმედებები, დაუფიქრებელი ნაბიჯები, პირველობის და ძალაუფლების ჟინი, ნებისმიერ ფასად საწადელის მიღწევის სურვილი, აგრესია, ძალადობა, ძალის გადამეტება და სხვ.

ლილიტი ვერძის საპირწონედ, სელენა, ე.წ. თეთრი მთვარე ამჟამად ვერძის საპირისპირო ნიშანში, სასწორში იმყოფება, რომელიც პირიქით, ჰარმონიას, დიპლომატიას, საერთო ენის გამონახვისკენ მოგვიწოდებს. თითქოს შავი და თეთრის ჭიდილია და სწორედ ახლა უნდა გაირკვას, რა გზას ადგას თითოეული სახელმწიფო, ბნელ, დამანგრეველი ძალების სამსახურში დგება თუ პირიქით, ურთიერთკომპრომისებითა და ბალანსის დაცვით ნათელ გზას ირჩევს

ა.წ. იანვრის ბოლოდან ოქტომბრის თითქმის ბოლომდე მოვლენები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ გვიჩვენებს რეალურ სურათს და სწორედ უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აქ სახელმწიფოს მეთაურებს, მმართველებს, რათა რაც შეიძლება უმტკინვეულოდ, სიმშვიდით გავიაროთ ეს ცდუნებების და შეცდომების დაშვების რთული პერიოდი.

რადგან ვერძის თანამმართველლად პლუტონიც ითვლება, რომელიც ადამიანთა დიდ მასებს განაგებს. განსაკუთრებული სიფრთხილე და თავშეკავებაა აუცილებელი თავშეყრის ადგილებში, მიტინგებსა და საპროტესტო გამოსვლების დროს, იქ, სადაც ბევრი ხალხია შეკრებილი - არის არეულობის, აგრესიის მაღალი ალბათობა. დაძაბულობა განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში იქნება შესამჩნევი, მით უფრო აგვისტოში, როდესაც შავ მთვარე ომისა და აგრესისს მმართველ პლანეტას, მარსს შეუერთდება. სწორედ აქ უნდა ვეცადოთ არ წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციას, მშვიდად და გაწონასწორებულად ვიმოქმედოთ.

როდესაც ლილიტი ცეცხლის ნიშანს გადის, განსაკუთრებით ვერძს, მოსალოდნელია ცეცხლის სტიქიასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის ხანძრები, ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს ზაფხულის და შემოდგომის პერიოდში.

ლილიტი ვერძში - განაჩენი არაა... ესაა გამოცდა, რომელიც ყველამ, მაქსიმალური სიფრთხილით და დაფიქრებით უნდა ჩავაბაროთ.

ლილიტის ვერძში ინგრესია ეხებათ მით უფრო იმ პირებს, ვისაც პირად რუკაში ვერძის ზონა აქვს აქტიური - თავად ვერძები, ლილიტი ვერძი, პლანეტების თავმოყრა ამ ნიშანში, ასევე, ყურადღება მართებთ თხის რქის, კირჩხიბისა და სასწორის ნიშნის წარმომადგენლებს.

ლილიტის ვერძის გამოვლენის სამი დონე არსებობს:

გამოვლენის დაბალ დონეზე მოსალოდნელია კონფლიქტებსა და ჩხუბებში მონაწილეობის მიღება, ძალადობა, ბანდიტიზმი

საშუალო დონეზე - ძალადობის მსხვერპლი, პიროვნული დამცირება

მაღალ დონეზე - მკვლელების და მოძალადეების ამოცნობა, სიმამაცე, შეუპოვრობა, დაცულობა

ადამიანს შეუძლია იყოს როგორც პირველ, ასევე მეორე ან მესამე გამოვლენაში, ეს მხოლოდ გაცნობიერების და შინაგანი სამუშაოების ჩატარების შედეგად მიიღწევა

როდესაც იცით, რა სიტუაციაში შეიძლება გამოავლინოთ თქვენი სისუსტე, სად შეიძლება დაუშვათ შეცდომები, სწორედ იქ მოუხმეთ კეთილგონივრულობას, თავშეკავებას, დიპლომატიას. ჩართეთ თვითკონტროლი და აჯობეთ საკუთარ მანკიერებებს. ასე აღადგენთ შინაგან ჰარმონიას და გაანეიტრალებთ ნეგატიურ კარმას. მეტი არაფერი მოგეთხოვებათ.

მინდა შემოგთავაზოთ რეკომენდაციები, რათა მინიმალური ზიანი მივიღოთ ლილიტის ამ ტრანზიტიდან:

შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი! - ესაა უპირველესი მოთხოვნა, რაც ამ ლილიტს, შესაბამისად, ამ პერიოდს უნდა დავუპირისპიროთ.

ნუ იქნებით იმპულსურები, კარგად გაწერეთ თქვენი სამოქმედო გეგმა, გამოიჩინეთ მოთმინების უნარი, გამძლეობა, გამოიმუშავეთ უშიშარი ხასიათი, სიმტკიცე და საკუთარი ძალების სწორად განაწილების უნარი

მოერიდეთ ზედმეტ აქტიურობას, მიწოლას, ცეცხლს, ცეცხლსასროლ იარაღს, მჭრელ საგნებს.

ნუ შეხვალთ კონფლიქტებში, ნუ იქნებით აგრესიული, გამოიყენეთ დიპლომატია, დაუშვით კომპრომისები, მონახეთ საერთო ენა

არ გადააჭარბოთ სისწრაფეს, იყავით ფრთხლი გზებზე გადაადგილებისას

ჯანმრთელობის მხრივ, აუცილებელია ყურადღების გამოჩენა და პროფილაქტიკური ზომების ჩატარება იმ ადამიანებისთვის, ვისაც სახისა და თავის არის პრობლემები აწუხებთ (შესაძლოა თავის ტრავმები, ცენტრალური ნერვული სისტემის მოშლილობა, შიდა ქალის წნევა, ათეროსკლეროზის განვითარება, შაკიკი),

ასევე ყურადღება მართებთ ჰიპერტონული დაავადებისკენ მიდრეკილ ადამიანებს - რეგულარულად იზომეთ და აკონტროლეთ წნევა, რათა თავიდან აიცილოთ ინსულტის განვითარების რისკი. ყურადღება მიაქციეთ, ასევე, თვალებს, ცხვირის ზონას (ჰაიმორის ღრუ, ფრონტიტის წარმოქმნის საშიშროებაა).

ზღვაზე ან მზის გულზე ყოფნისას, თავი დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან, დამწვრობის მიღებისგან, არის მზის დარტყმის საშიშროებაც, მით უფრო, ვისაც ლილიტი სწორედ ვერძში ჰყავს

არაფერი განსაკუთრებულად რთული და საშიში არ გველის, თუ გამოვიჩენთ კეთილგონივრულობას, შევინარჩუნებთ სიმშვიდეს, ვიქნებით სამართლიანნი, ვივლით კომპრომისების გზით და ვეცდებით საერთო ენის გამონახვას ნებისმიერ ოპონენტთან, ანუ, გავაძლიერებთ ვერძის საპირისპირო, სასწორის თვისებებს. სწორედ ასე ხდება ლილიტი ვერძის დამუშავება და ასე უნდა ჩავაბაროთ გამოცდები ჩვენც.

გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის!

სიკეთე გქონოდეთ! "

2
937
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
937
  
2020, 30 იანვარი, 2:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 28 იანვარი, 17:26
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge
0 1 2