x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
თურქეთში ახალი კანონის მიხედვით ქალი იძულებულია მოძალადეს გაჰყვეს ცოლად

image

სულ მალე, თურქეთის პარლამენტი განიხილავს კანონს, რომელმაც საზოგადოებაში ბევრი ხმაური გამოიწვია და ამას უკვე უწოდეს სკანდალური.

ეს კანონპროექტი ითვალისწინებს იმ მამაკაცების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, რომლებსაც სქესობრივი კავშირი ჰქონდათ 18 წლამდე ასაკის გოგონებთან, თუ ისინი ოფიციალურად იქორწინებენ გოგონაზე.


უფლებადამცველებმა ამ კანონს უკვე უწოდეს ”ცოლად გაჰყვე მოძალადეს” და მიაჩნიათ, რომ ეს სრულიად მიუღებელია. მათი აზრით, ასეთი კანონი არამარტო არასრულწლოვანთა ქორწინების ლეგალიზაციას მოახდენს, არამედ „მწვანე შუქსაც“ აუნთებს გარყვნილებს და პედოფილებს.

image


თურქეთის სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ თხოვნით მიმართა მთავრობას, არ მიიღონ ეს სკანდალური კანონი.


ამ კანონპროექტის მიღების მცდელობა 2016 წელსაც იყო, მაგრამ როდესაც საზოგადოება აღშფოთდა, იგი გადადეს.


ოთხი წლის წინ კანონპროექტი ითვალისწინებდა მამაკაცების პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინტიმური ურთიერთობა მოხდა "მუქარისა და იძულების გარეშე".

image

უნდა ითქვას, რომ მსგავსი კანონები უკვე მიღებულია ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში. მათი მიღება ჩვეულებრივ ემსახურება "ოჯახის ღირსების" დაცვის ინტერესებს.


უფლებადამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების ძალისხმევით, ასეთი კანონები გაუქმდა ეგვიპტეში, ლიბანში, იორდანიაში, ტუნისში, მაროკოსა და პალესტინაში.

მაგრამ თურქეთის ხელისუფლება ცდილობს ამ კანონის მიღებას.

ამჟამად, თურქული კანონმდებლობით გოგონას უფლება აქვს დაქორწინდეს მხოლოდ 18 წლის ასაკიდან, მაგრამ ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ქვეყანაში 483 ათასი არასრულწლოვანი გოგონა გათხოვდა.

2
591
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
591
  
2020, 30 იანვარი, 2:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 28 იანვარი, 3:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2