x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტკივილებისგან განკურნების უნიკალური ტექნიკა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს

image


მხოლოდ ერთი პროცედურის წყალობით!


ტერფები მთელი დღის მანძილზე ძლიერ დატვირთვას განიცდიან. ძალიან ხშირად, ადამიანების უმრავლესობა საღამოობით ფეხების დაღლილობასა და სიმძიმის შეგრძნებას უჩივის, აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით ქალებს აწუხებთ, რომლებსაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი განსაკუთრებით ხიბლავთ ...



image

ტერფის მასაჟი პირველ რიგში, სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ, ხოლო თუ მას სისტემატურად გაიკეთებთ, ჯანმრთელობის არაერთი პრობლემის მოგვარებასაც შეძლებთ.


image


რეფლექსოლოგიის პრინციპის თანახმად, ტერფებზე ძირითადად ის წერტილებია განლაგებული, რომლებიც მთელი ორგანიზმის სწორად მუშაობაზეა პასუხისმგებელი.


image


ფეხის მასაჟი, სხეულის სხვადასხვა ორგანოს ტკივილის მართვაში დაგეხმარებათ! სპეციალური ზონების სტიმულაციის შედეგად, სისხლის მიმოქცევა აქტიურდება, რაც ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის მოგვარებას უწყობს ხელს.


image


ფეხის მასაჟი


ფეხებზე განლაგებული ნერვული დაბოლოებები - განკურნების ეფექტური საშულებაა! აღმოსავლურ მედიცინაში, ტერფისა და თითების მასაჟი პანაცეად ითვლება. საღამოობით ასეთი პროცედურის ჩატარებით, თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. ძილის დროს თქვენ სრულყოფილად დაისვენებთ, დილით კი, ახალი ენერგიით აღსავსე გაიღვიძებთ ...



image


ქვემოთ მოყვანილი ვიდეო ნათლად აგიხსნით, თუ როგორ უნდა გაიკეთოთ სწორად ფეხის მასაჟი. ეს არ არის მხოლოდ სასარგებლო თერაპია, ეს ძალიან - ძალიან სასიამოვნო პროცედურაცაა.


ფეხის მასაჟის აქტიური წერტილები




თუ ფეხის თითების წვერს დაიმასაჟებთ, თავის ტკივილსამუდამოდ მოიშორებთ და ტვინის უშაობასაც გააქტიურებთ.



ფეხის დიდი თითები გარშემო მასაჟი - კისრის არეში ტკივილის შემცირებაში დაგეხმარებათ.


ტერფის შუაგულის მასაჟი ხელს უწყობს, როგორც ასთმის და ასთმური შეტევების თავიდან აცილებას, ასევე ფილტვის მთელი რიგი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაშიც დაგეხმარებათ, ამ ზონის რეგულარული მასაჟი ფექტურად ხსნის ქოშინსაც.


დიდი თითის ცოტა ქვემოთ, ტერფის ამობურცულ ბალიშზე ხელის დაჭერით, შეამცირებთ გულ - სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებსა და თქვენს გულს შეუფერხებელ მუშაობაში დაეხმარებით.


ტერფის შიდა მხრის მასაჟი, ეფექტურად ამცირებს დატვირთვას ღვიძლზე და ხსნის შემაწუხებელ ტკივილსაც.


თუ წელის არეში დისკომფორტი იგრძენით, ქუსლები დაიმასაჟეთ.


დაღლილი ფეხები კი, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ დაძაბული დღის ბოლოს მსუბუქ მასაჟს ნამდვილად იმსახურებენ.





0
5494
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
5494