x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
სახის კანის მოვლა სახლის პირობებში
ყველა ქალის ოცნება, სუფთა და ლამაზი სახის კანია.ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარეგნობის შენარჩუნებაში სწორედაც, რომ სახეა

თუ გვექნება სუფთა სახე რა თქმა უნდა ახალგაზრდობასაც შევინარჩუნებთ და ვიზუალიც პატარა ასაკის გვექნება.

მაგრამ სახის კანის მოვლა ერთ-ერთ რთულ პირობას წარმოადგენს

მოგეხსენებათ როგორც ზემოთ ვახსენე კანს ყოველთვის ესაჭიროება ზრუნვა და მოვლა რაც გარანტირებულია მომავალში გვქონდეს ნაზი და მბზინავი კანი.


ყველა გოგონას სამწუხაროდ არა აქვს სუფთა კანი, ბევრს სახეზე გამონაყარი აწუხებს რომელიც განწყობას უფუჭებს.სურს, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს მაგრამ მის კანის ზედაპირს გამონაყარი და წითელი ლაქები აქვს...

გასწავლით, ადვილ და ძალიან მარტივ, საინტერესო რეცეპტებს რომელიც შეგიძლიათ სახლის პირობებში სულ რაღაც 5 წუთში გააკეთოთ და ამით იგრძნოს თქვენმა კანმა შვება, ძველებური იერი და ბრწყინვალება დაიბრუნოს.

პირველრიგში იმას ვიტყვი, რომ სახლის პირობებში სხვადასხვა ნიღბების გაკეთება ძალიან მარტივი, აი მეორე მხრივ კი საინტერესო და ექსპერიმეტულია

საკუთარ სახეზე სხვადასხვა ნიღბების საშუალებით ექსპერიმენტებს ატარებ რომელიც ბევრ შემთხვევაში მართლდება და რაღაც შედეგს იღებ, თუ არ გამართლდა ეს არანაირი კრახით არ დასრულდება რადგან არ შეიცავენ ისეთ რამეს რაც კანს დააზიანებს.

☕-ყავა, ყველასათვის საყვარელი სასმელი, ქალი დილას ყავით იწყებს რომელსაც ენერგიაზე მოყავს ადამიანი

ყავა როცა თავდება, ბოლოს რჩება ნადები ანუ ნალექი

ბევრი ამ ნალექს ყურადღებას არ აქცევს და ონკანისკენ გასარეცხად უშვებს თუმცაღა ცდებით

ყავის დალევის შემდეგ ნალექსაც მიაქციეთ ყურადღება რომელიც თქვენი კანს შედეგს მოუტანს

1.ყავის ნალექი-ჩვეულებრივ თითებით შეგვიძლია გადავინაწილოთ მთელს სახეზე

თუმცაღა მე ხშირად უფრო ცხვირზე ვხმარობ, უფრო შედეგიანი ცხვირზეა რადგან შავი წერტილები სწორედაც, რომ ცხვირზეა მოთავსებული...

ნალექი როცა კარგად შეგახმებათ და ფერს იცვლის 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით

ნალექი შავ წერტილებს აშორებს და ფორებს ასუფთავებს.image

2.ჰერკულესი, თაფლი, ლიმონი და ზეითუნის ზეთი რომელიც კანისთვის იდეალურია წმენდავს კანის ზედაპირს და ბზინვარებას ანიჭებს

თვალის ზომით რამდენიმე სუფრის კოვზი ჰერკულესი,

1სუფრის კოვზი თაფლი,

ლიმონის დაახლოებით 10-15 წვეთი და

2-3სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.

დაამატეთ სურვილისამებრ რძე ან წყალი თვალის ზომით შემდეგ კი ამ მასას მოურიეთ და დაიტანეთ სახეზე 10-15 წუთის განმავლობაში შემდეგ კი ჩამოიბანეთ შედეგს თქვენთვითონაც ნახავთ.image3.მაწონი, ლიმონი, სოდა

2-3 სუფრის კოვზი მაწონი,

ლიმონი დაახლოებით 10 წვეთი ან ნაკლები

და 1-2 ჩაის კოვზი სოდა

imageამისგარდა შეგიძლიათ სახლის პირობებში,

გაიკეთოთ სხვადასხვა ჯანსაღი პროდუქტებით სახის ნიღბები განსაკუთრებით მაშინ თუ თქვენს კანს დატენიანება სჭირდება ან ფიზიკურად დაღლილი ხართ...

მოუარეთ სახის კანს ჯანსაღი პროდუქტებით და გექნებათ სუფთა კანი.

imageimageimageimageimageimage





0
139
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0