x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გულახდილობა

image
ალბათ ყველაზე სათნო უფლისთვის გულახდილობა, სულ ვფიქრობ რამსურს მე და რასურს უფალს. უფლისათვის ხომ(იობი 26.6 გაშიშვლებულია მის წინაშე სულეთი და არა აქვს საფარველი ქვესკნელს.) ხოლო ადამიანისთვის თვით თავის თავიც კი ამოუცნობია, რადგან, თვით ადამიანმაც კი არ იცის რა სურს, რადგან ერთს ამბობს და სხვას აკეთებს, მაგალითად პეტრე რომელმაც იცოდა და დარწმუნებული იყო უფლის ერთგულებაში და იძახდა, (მათეს 26 33.ყველა რომ შეცდეს შენს გამო, მე არასოდეს შევცდები.) მაინც სამჯერ უარჰყოფს უფალს, ამიტომ დღეს ჩემი სიტყვაც პეტრეს სიტყვას წაგავ როცა სიყვარულს ვუმტკიცებ უფალს?, ამიტომ ვხვდები რომ ადამიანი არ არის ის რასაც ამბობს და აკეთებს, არამედ ის არის რაც მასშია დამალული, ღრმა და დაფარული უფსკრული, რომელსაც უმეცრების ბნელი ჰფარავს, ამიტომ ადამიანი მხოლოდ ზედაპირულად, ემოციურად მოქმედებს, მოვა სიხარული-იღებს მოვა მწუხარება-იღებს, ვხედავ-მსურს, ვხედავ- არმსურს, ვხედავ მიხარია, ვხედავ- მწყის, მაგრამ იმას ვერვხვდები რატომ მწყინს ან რა მახარებს, რადგან იმან, რაც წინათ მახარებდა დღეს მასევდიანებს და რაც წინათ მწყინდა დრეს ცოდნას მაძლევს, და დღეს თუ ვინმესგან რამე მეწყინა ხვალ გავიხსენო როგორც კარგი გაკვეთილი და მომავალში მარგებს, როდესაც ვიყავი ყრმა, ვიტყოდი, როგორც ყრმა, ვფიქრობდი, როგორც ყრმა, ახლა არ ვარ ყრმა გავიზარდე და ვფიქრობ არა ისე როგორც ყრმბაში, და ისეც კი არვიცი როდავბერდები ისევ დავეთანხმები დღევანდელ აზრს. და ამასთან ერთად ვერვხვდები რამსურს, ის რაც გარეგანად ხორციელად მინდა, თუ ის რაც შინაგანად მსურს, მაგრამ უმეტესად ვიქცევი ისე როგორც არმსურს ვიქცეოდე, ამიტომ მინდა იყოს ისე ყველაფერი როგორც შენ გსურს უფალო, და არე ისე როგორც მემსურს, მსურს ჩემი იყოს შენი და შენი იყოს როგორც ჩემი, რათა ერთი ვიყოთ, და შევძლო ერთობა შენში. ამიტომ სულ ვბორგავ და განვიცდი ისე ვცხოვრობ თუ არა როგორც შენგსურს, ამიტომ ვიცი და მსმენია შენგან, ( ლუკ 11.9 ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძიეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ.) ხოდა მეც მინდა უფრო მეტად ვიყვირო მიშველეთ ვიდრე ვითხოვდე .უფრო მეტად ვაბრახუნო კარებზე ვიდრე ვაკაკუნო, რადგან მძიმეა ის ვაკეთო რაც არ მსურს . ვხვდები უფალო რომ შენც ზუსტად ის გსურს რომ შევიცნო ჩემი უფსკრული და დაფარული რომელიც ჩემშია. მაგრამ იმას ვერხვდები რატომ გსურს, მაკვირვებს შენი სიყვარული ჩემს მიმართ, და მიკვირს როგორ შეიძლება მე ყოველდღე გაგირბოდე, და შენ ყოველდღე მიხმობდე, მე ყოველდღე გაყვედრებდე, და შენ ყოველდღე მაძლევდე, მე ყოველდღე გულსგტკენდე და შენ ყოველდღე მიხუტებდე, აი ამიტომ მინდა მეც მქონდეს ეს სიყვარული. რადგან ეგ სიყვარული უფრო მსურს ვიდრე რაც მაქვს, ახლა მსურს რომ ვიყო კეთილი, ამიტომ ვიქცევი როგორც კეთილი, მაგრამ ვიცი რომ მე არ ვარ კეთილი, უბრალოდ სურვილი მაქვს ვაკეთო კეთილი. და ვხვდები რომ შენც გსურს ვიქცეოდე ისე როგორიც არ ვარ რადგან ვიყო კეთილი, ყოველდღე ჩავდივარ ერთი ნაბიჯით საკუთარ სიღრმეში, რომ მივხვდე ვინ ვარ და ვინ არმინდა ვიყო, და ვიქცევი ისე როგორიც მინდა ვიყო თუმცა ვხვდები რომ ჩემში უფრო მეტია ისაა რაც არმსურს რომ ვიყო. ამიტომ როცა ფარისეველი ლოცულობს და თავს გაწონებდა რომ ყველაფერს ასრულებდა და კეთილს წარმოაჩენდა თავს არუწონებდი, რადგან ის უფრო იმით იწონებდა თავს რაც არიყო, ხოლო მეზვერე იმას იძახდა რაც არსურდა რომ ყოფილიყო, და ხვდებოდა რო არსურდა ის ვინც იყო. ამიტომ ვხვდები რომ შენ გსურს უფრო მეტად ვთქვა ის რაც ვარ, და რაც არმსურს რომ ვიყო.ამიტომ თუ კარგად მოვიქცევი და აღვასრულებ ყველაფერს მაგრამ ვერმივხვდი ვინ ვარ ამაოა აღსრულება საკუთარი შეუცნობელობის გარეშე, რადგან ჯობს ჩავწვდე საკუთარ თავს და ვაღიარებდე ჩემს ცუდს და ვთქვა ის რაც მსურს .და ვთქვა რაც არმინდა რომ ვიყო, ახლა ვხვდები რომ შენი მოსვლის მიზანიც ესი ყო რომ მეტად მეძება ჩემი თავის სიბნელე, მოხვედი როგორც ნათელი და მოჰფინე სინათლე ჩემში დაბნელებულ უფსკრულს, რათა ცხადი ყოფილიყო თუ რაიყოო ჩემში, რომ მივხვდარიყავი თუ ვინვარ მე, რომ მეხილა ჩემში როგორც ჩემი სიბნელე ასევე შენი ნათელიც, მაგრამ როდის განაქარვებს ჩემში სიბნელეს, არამედ მხოლოდ გაანათებ და ცხადს ჰყოფს ბნელს ჩემში დაბუდებულს და დამალულ, რადგან არა მისი ნებით და სურვილით ყოფილიყო განქარვებული სიბნელე. არამედ ჩემი ნებით და სურვილით, რადგან არეძალადა ჩემი ნების საწინაღმდეგოდ, რათა თავად მეპოვა სიბნელე და გადამეწყვიტა რა მსურს ნათელი თუ სიბნელე, რადგან მას რომ განექარვა სიბნელე, ასარჩევიც არმექნებოდა და იქნებოდა ჩემში მხოლოდ ნეათელი, , მაგრამ ვხვდები რომ ჩემში არა მხოლოდ ნათელია, არამედ სიბნელეც, რადგან ჯერ კიდევ მსურს ის რასაც არმინდა ვაკეთებდე, ამიტომ ვაკეთებ არჩევანს იმაზე რაც მსურს რომ ვიყო და არა იმაზე როგორიც ვარ, ამიტომ მუდამ შევყურებ ზეცას რათა ვიხილო მომავალი უფალი რომელიც განაქარვებს, ჩემში უკვე არასასურველ სიბნელეს.??

0
44
შეფასება არ არის
ავტორი:აკოაკო700
აკოაკო700
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0