x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ტუბერკულოზი
imageტუბერკულოზი არის ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ტუბერკულოზის მიკობაქტერია.

ტუბერკულოზით ძირითადად ავადდებიან მოზრდილები და მოხუცბი, ასევე შესაძლებელია ტუბერკულოზით დაინფიცერბული იყოს შინაური ცხოველი და ფრინველიც.

დაავადება უპირატესად ლოკალიზდება ფილტვებში, მაგრამ პროცესში შესაძლებელია ჩართული იყოს სხვა ორგანოებიც.ყველაზე გავრცელებული ფორმაა ფილტვის ტუბერკულოზი, უფრო იშვიათია ფილტვგარე ტუბერკულოზი(ძვლების, სახსრების, ლიფური კვანძების და ა.შ).

ინფექციის ძირითად წყაროს წარმოადგენს ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი, რომელიც ცემინების და ხველების დროს ჰაერში გამოყოფს მიკობაქტერიების შემცველ წვეთებს და ჯანმრთელი ადამიანი ამ ჰაერის ჩასუნთვის შედეგად შეიძლება დაინფიცირდეს.ტუბერკულოზით დასნებოვნება შეიძლება ასევე საკვების გზით, დაინფიცირებული ცხოველის რძის პროტუქტების ან ქათმის კვერცხის მიღებისას, ამ შემთხვევაში ინფექციის წყაროს წარმოადგენს ტუბერკულოზით დაავადებული საქონელი.


ფილტვის ტუბერკულოზისთვის ძირითადი დამახასიათებელი სიმპტომებია:

-უმადობა

-წონაში დაკლება

-სხეულის ტემპერატურის მომატება

-ადვილად დაღლა

-ღამის ოფლიანობა

-ხველა(შესაძლებელია სისხლიანი ნახველი)

ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდები–ნახველის ანალიზი, რომლითაც შეიძლება იმის დადგენა ვრცელდება თუ არა ორგანიზმში მიკრობი, მეორე მეთოდია რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რითაც ხდება იმის გაგდენა, დააზიანა თუ არა ბაქტერიამ ფილტვის ქსოვილი, ასევე დამატებითი ინფორაციის მიღება შესაძლებელია ტომოგრაფიის მეშვეობით, განსაკუთრებით ინფორმაციულია კონფიუტრეული ტომოგრაფია.მესამე მეთოდია ტუბერკულინური სინჯი, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ დიაგნოსტიკურ სინჯს და იგი საშუალებას იძლევა განისაზღვროს ტუბერკულინური ალერგია ანუ ტუბერკულინისადმი ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა, რომელიც გამოწვეულია ტუბერკულოზის მიკობაქტერიით.ამჟამად ტუბერკულინური სინჯებიდან ყველაზე გავრცელებული არის მანტუს სინჯი, რომელიც კეთდება წინამხრის შუა მესამედში, კანში შეჰყავთ ტუბერკულინის შემცველი ხსნარი, 48-72 საათის შემდეგ აფასებენ რაქციის შედეგს.

ტუბერკულოზის გართულებები შეიძლება იყოს:

პლევრიტი

თირკმლის დაზიანება

პნევმოთორაქსი

ხერხემლის დაზიანება

მილიარული ტუბერკულოზი

ტუბერკულოზის პროფილაქტიკა:

ძირითადი საპროფილაქტიკო საშუალეა არის BСG ვაქცინა, რომელიც უტარდება ახალშობილს სიცოცხლის მე-5 დღემდე.

ტუბერკულოზის მკურნალობა

ტუბერკულოზის მკურნალოის მიზანს წარმოადგენს გამომწვევის განადგურება.

მკურნალობა ძირითადად ტარდება ტუბსაწინააღმდეგო პრეპარტებით, რომელიც შეიცავს ორ ფაზას ინტენსიურს და გაგრძელებისას.

ინტენსიური ფაზის დროს, რომელიც გრძელდება 2-3 თვე, პაციენტი ყოველდღე იღებს 4 პრეპარატის კომბინაციას, გაგრძელების ფაზაში კი, 4 თვის განმავლობაში პაციენტი იღებს 2-3 პრეპარატს, მკურნალობის კურსი საშუალოდ 6 თვიანია.






0
124
2-ს მოსწონს
ავტორი:რუზანა სარკისიან
რუზანა სარკისიან
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0