x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყორანა
ყორანა


ყორანა არის წყაროს სახელწოდება, რომელსაც უკავშირდება ქართული მითოლოგიის ერთი ტრაგიკული ისტორია. ეს წყარო მდებარეობს ბაბის ტყეში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. სწორედ ამ ადგილებში მოხდა ასეთი შემთხვევა - დედა დაეძებდა თავის დაკარგულ შავტუხა ბიჭს, მეტსახელად ყორანას და იპოვნა კიდეც, მაგრამ ბიჭს დედა ალქაჯი ეგონა, რადგან დედისგანვე იცოდა: ამ ტყეში ალები და ქაჯები არიან, ჩემს სახეს მიიღებენ, ჩემს ხმაზე დაგიძახებენ, მაგრამ ახლავე იცოდე, რომ მე არ ვიქნები, გაფრთხილდი და არ მოტყუვდეო. ბიჭი დაეტაკა "ალს", ვის ატყუებო და დაახრჩო დედა. როცა მიხვდა რაში იყო საქმე და გონს მოვიდა, გაგიჟდა და დედას დააკვდა. წყარო ცრემლად იღვრება და ბიჭის სახელს ატარებს დღესაც, როცა უკვე სოფლის შუაგულში მორაკრაკებს.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.



კრებულები:


1. ქართველური ტომები


2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
61
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0