x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
„სირცხვილია“-ს წევრები გრიგოლ ვაშაძეს ღიად დაუპირისპირდნენ

image

.

მოძრაობა “სირცხვილია”-ს ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეს იმ განცხადების გამო დაუპირისპირდა, რომელიც მან პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გააკეთა “მთავარი არხი”-ს ეთერში და თქვა, რომ ეს მოთხოვნა მისი ინიციატივა იყო.
.
მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, შოთა დიღმელაშვილი ფეისბუქში წერს:
.
“გადმომცეს, გრიგოლ ვაშაძეს კვესიტაძესთან უთქვამს, ჩემი მოთხოვნილია პროპორციული არჩევნები, არაფერი შეგეშალოთო. შეგახსენებთ, ეს ის კაცია, რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ.
.
ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე თავში ავარდნა რიგ შემთხვევებში. კარგია, რომ ნოდარ რუხაძემ წინდახედულობა გამოიჩინა და შეინახა ის ისტორიული დოკუმენტი, რომელზეც ჩამოვწერეთ 21 ივნისს წამოყენებული 3 მოთხოვნა.
.
პარტიებთან პირობა ერთი იყო: ისარგებლებდნენ ჩვენი სცენით თუ იზიარებდნენ ჩვენს მოთხოვნებს, არაფერს აკლებდნენ და არაფერს ამატებდნენ მათ. აგრეთვე, ყველა პარტიიდან თანაბარი რაოდენობის სპიკერი იქნებოდა და ამ სპიკერებს არა ისინი, არამედ ჩვენ შევარჩევდით. ძალიან არასწორ ეგოს შეეხო”– წერს შოთა დიღმელაშვილი.
0
539
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
539
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0