x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ძვირფასო მიშა, ცოტა ადეკვატურობა შენ და შენს სექტასაც არ გაწყენდათ, ღმერთმანი" - ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას ცნობილი მონოლოგის გარეშემო, საზოგადოებაში აგერ უკვე მეორე დღეა ვნებათაღელვა არ ცხრება, საავტორო გადაცემა "პოსტფაქტუმის" წამყვანის შესავალ ტექსტს ამჯერად, ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და მის "სექტას" სიმშვიდისა და მეტი ადექვატურობისკენ მოუწოდებს, ვინაიდან როგორც ცნობილია, სააკაშვილი გადაცემის წამყვანის იმ სიტყვებმა გააღიზიანა, სადაც გაბუნიამ სამომავლოდ ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება კატეგორიულად გამორიცხა: "წუხელ ფრენდები წუხდნენ ჩემს ფიდში, სააკაშვილის გვერდიდან გამოგვაძევესო, დაგვბლოკესო. ჰოდა, შევიჭყიტე გვერდზე და გაბუნიას მგმობელ სტატუსს ჩავუყევი.რაც ვნახე იმან გამაოცამეთქი, ვერ გეტყვით. ახალი არაფერი მინახავს. უბრალოდ გადავიწყებული მქონდა. როცა ივანიშვილი ქვეყანას თავზე იმხობს მაგრად მეგოიმება და არაადეკვატურად მეჩვენება ისევ “იმ ცხრა წელზე“ მოთქმა გოდება, მითუმეტეს, როცა “იმ ცხრა წლისთვის“ პასუხი უკვე გაცემული და მოთხოვნილია. დღეს ამოცანა ამ ქვეყნის გადარჩენაა, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ამ ჯადო კაცისგან გათავისუფლება. ოღონდ, ძვირფასო მიშა, ამასობაში ცოტა ადეკვატურობა შენ და შენს სექტასაც არ გაწყენდათ, ღმერთმანი."- დაწერა ნინო ჯანგირაშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე.



0
541
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
541