x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
7 გასაოცარი ფაქტი სამხრეთ კორეაზე, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

image


მორიგ ქვეყანაში სამოგზაუროდ წასვლამდე ალბათ დამეთანხმებით, რომ ჯერ მისი კულტურისა და ტრადიციების კარგად გაცნობაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება თქვენ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. განსაკუთრებით კი ეს აზიის ქვეყნებს ეხება, რადგან აღმოსავლური მენტალიტეტი მოგეხსენებათ ჩვენგან რადიკალურად განსხვავდება. გადავწყვიტე, გაგაცნოთ სამხრეთ კორეის იმ 7 უცნაური ტაბუს შესახებ, რომლებმაც შეიძლება მოუმზადებელი მოგზაური სრულ გაურკველობაში ჩააგდოს. მაშ ასე...



კაფეში ე.წ. "ჩაის" დატოვება კატეგორიულად იკრძალება



image

თქვენმა ამ ნაბიჯმა შეიძლება ოფიციანტს თავი შეურაცხყოფილად აგრძნობინოს, ვინაიდან კორეაში მიმტანები ღირსეულ ხელფასს იღებენ, შესაბამისად არც დამატებითი შემოსავალი სჭირდებათ.



საჭმელი ჩხირების მიმართ ფრთხილად იყავით


image


მაგალითად, ჩანგლის მსგავსად, მისი საჭმელში ჩარჭობა არ შეიძლება, ვინაიდან ამ ჟესტით მზარეულმა თავი შეიძლება შეურაცხყოფილად იგრძნოს.



ტუალეტი როგორც კულტი


image


კორეაში, ბიოლოგიური მოთხოვნილების განხილვა უხერხულ თემად საერთოდ არ ითვლება, მეტიც, სეულში ამ მეტად "მნიშვნელოვან" თემას მთელი გასართობი პარკიც კი ეძღვნება.




ტატუს გაკეთება კატეგორიულად იკრძალება


image


კორეაში, ისევე როგორც აზიის ბევრ სხვა ქვეყანაში, "ბოდი - არტს" არ სწყალობენ, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მის გამო შესაძლოა სამსახურშიც კი არ აგიყვანონ. რაც შეეხება ტატუს ოსტატის პროფესიას, ის ქვეყანაში არც მეტი, არც ნაკლები - არალეგალურად ითვლება.




ნუ დატოვებთ საჭმელს თეფშზე



image


საჭლის ჩხირების მსგავსად, თეფშზე დარჩენილმა საკვებმა შეიძლება დაწესებულების მფლობელსა და მის ხელმძღვანელს თავი შეურაცხყოფილად აგრძნობინოს.



იკრძალება ღრმა დეკოლტეც


image


კორეაში გულმკერდისა და მხრების მოშიშვლება მიღებული არ არის, ვინაიდან ეს ზონები ეროგენულად ითვლება, მაგრამ აი ფეხების შემთხვევაში კი, პირიქით, კორეელებს ულტრა - მოკლე კაბებითაც კი ვერ გააკვირვებთ.





ნუ მიაშტერდებით ადგილობრივებს


image


ეს, ადამიანის პირად სივრცეში შეჭრად ითვლება, ასევე არ შეიძლება უცხო ადამიანებისთვის, ფოტოს გადაღება მათი ნებართვის გარეშე. ასე რომ გაითვალისწინეთ, უვნებელი ფოტო შეიძლება თქვენი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის მიზეზიც კი გახდეს.



0
1227
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1227