x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რაჭა-ლეჩხუმში 60 კარმიდამო ახმაურდა

https://www.facebook.com/bamboochioraდაკარგული სამოთხე ლექსო ჩარკვიანიდაკარგული სამოთხე ლექსო ჩარკვიანიდაკარგული სამოთხე ლექსო ჩარკვიანიდაკარგული სამოთხე ლექსო ჩარკვიანიდაკარგული სამოთხე ლექსო ჩარკვიანიდაკარგული სამოთხე ლექსო ჩარკვიანიდაკარგული სამოთხე ლექსო ჩარკვიანიდაკარგული სამოთხე ლექსო ჩარკვიანიდაკარგული სამოთხე ლექსო ჩარკვიანიდაკარგული სამოთხე ლექსო ჩარკვიანიდაკარგული სამოთხე ლექსო ჩარკვიანი
ასე დავიწყე ეს კამპანია: ჩემთვის დეკორისთვის ბეღელს ვეძებდი საყიდლად და დავიწყე სოფლებში სიარული. ვხედავდი ამ უგზოობისგან თუ დუხჭირობისგან მიტოვებულ კარმიდამოებს, ერთიც იქვე ჩემს თვალწინ წაიქცა როცა ადგილობრივ მოხუცს ველაპარაკებოდი. იქედან წამოსულს დამებადა ეს იდეა, მოდი ასე ვცადოთ, გადავიღებ და მივაწვდი ინფორმაციას მსურველსმეთქი. მოკლეთ დავიწყე სოფლებში სიარული, ჯერ ვეძებდი მიტოვებული კარმიდამოს მეპატრონეს რაც ძალიან ძნელი აღმოჩნდა. მერე ვეკითხები ყიდის თუ არა. თანხმობის შემდეგ ვიწყებ ლაივს და იქვე ლაივზე ვაწერ მეპატრონის ტელეფონს რომ მსურველი პირდაპირ მეპატრონეს დაუკავშირდეს. ბევრი მეუბნება ეე თუ ძმა ხარ მანდ ვის რა უნდა ვინ იყიდისო, მაგრამ არც მასეა საქმე. უმეტესად ლაივის დამთავრებამდე იყიდება რასაც იაფად ვპოულობ. ერთმა მითხრა თუ ძმა ხარ 8 წელია ვყიდი, შენ თუ მაგას გამაყიდინებ რა გინდა მთხოვეო, იქცევა ტყვილა კარმიდამო და მე ვერ ვხედავო. ჩავრთე ლაივი, კარმიდამო 5000 ლარად შეაფასა, ლაივზე მისი ტელეფონი მივაწერე. ლაივი გამიგრძელდა 12 წუთი მაგრამ კარმიდამო გაიყიდა მე-4 წუთზე. კაცი შოკში იყო, ვინ ხარ შენო? მოკლეთ ამ კამპანიაში მთავარი ხიბლი ის არის რომ ფინანსური ინტერესი არ ჩამიდევს! არც გამყიდველიდან ამითია თანხა და არც მყიდველიდან! ასე გავაგრძელე ზაფხულამდე, აგვისტოს ემრე კი უკვე გამიჭირდა, ძნელია კვირაში ორჯერ ჩაასხა 80-100 ლარის საწვავი და გახვიდე სოფლების საძებრად. მანქანას ცალკე ხარჯი, ლამის იღეჭება გზებზე. აქედან გამომდინარე დავაანონსე რომ ვინც აწი ჩემი ლაივიდან სოფელს იყიდის რამე საწვავის თანხით შემეწევა რომ იმ საწვავით კიდევ სხვისთვისაც ვიპოვოთქო და ეს ხალხმა მიიღო. ვინც სოფელი იყიდა ფული დამირიცხა, მე იმ ფულით საწვავს ვიღებ და გადახდის ქვითარსაც ვასაჯაროებ. ეხლა წლის ბოლოს დეკემბერში 3 კარმიდამო შეიძინეს ლეჩხუმში. მალე ამინდები დადგება და კიდევ წავალ, 100 კარმიდამოს რომ გავაცოცხლებ მინდა ასივეს ერთად რომელიმეს ეზოში მოვუყარო თავი, გაუზიარონ ერთმანეთს ემოციები, მოსაზრებები და შთაბეჭდილებები. მეტი ხალხი ლეჩხუმში. ფბ გვერდი: დაკარგული სამოთხე ლექსო ჩარკვიანი









1
629
2-ს მოსწონს
ავტორი:ლექსო ჩარკვიანი
ლექსო ჩარკვიანი
629
  
2020, 20 იანვარი, 2:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1