x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უნიკალური ოპერაციები ცერებრული დამბლით დაავადებული პაციენტებისთვის
image


დავდივართ... ვზივართ... ვსეირნობთ... თუ ტვირთს ვეზიდებით

ძვლებს, სახსრებსა და კუნთებს ვიყენებთ.

imageimage


სხეულის ამ მნიშვნელოვანი ნაწილების გარეშე ადამიანს არც დგომა, არც სიარული და არც სირბილი შეეძლებოდა. თუმცა ჩვენ ირგვლივ არიან ისეთებიც ვისთვისაც მარტივი მოძრაობა შეუსრულებელი მისიაა... ვისაც ერთი ნაბიჯის გადასადგმელადაც კი უდიდესი ძალისხმევა სჭირდებათ, ვითვისაც მოძრაობა არა ყოველდღიურობის შემსუბუქება, არამედ მძიმე ტვირთია.

image

საბედნიეროდ მეცნიერება ყოველდღიურად ვითარდება და სხვადასხვაგვარი პათოლოგიების მართვა სულ უფრო ადვილი და ეფექტური ხდება.

საქართველოც სიახლეების სადარაჯოზეა, საყრდენ - მამოძრავებელი პათოლოგიების მქონე ბავშვებს სულ უფრო მეტი ოპერაცია უკეთდებათ უნიკალური ეგრედ წოდებული ულზიბატის მეთოდით.

საქართველოშიც ტარდება ეტაპობრივი ფიბროტომია, პროფესორ ულზიბატის სააავტორო მეთოდით. ქირურგიული ჩარევა მოწოდებულია რიგი ნევროლოგიური დაავადებების მიხედვით. უმეტესად, ეს რა თქმა უნდა, ბავშვთა ცერებრული დამბლაა, კორექცია ტარდება სპეციალურად შემუშავებული ინსტრუმენტის სკალპელის საშუალებით, ცალკევდება კუნთების დაზიანებული ნაწილები, რომლებიც აღნიშნული დაავადების დროს გვხვდება.

ეტაპობრივი ფიბროტომიის მეთოდი, პაციენტს უხსნის კონსტრაქტურას. შედეგად უმჯობესდება მოძრაობა, ეხსნება ტკივილი. ოპერაციის ხანმოკლე დრო, რეაბილიტაციის პერიოდი, უკუჩვენებების არარსებობა, არსებულ მეთოდებთან შედარებით, ულზიბატის ოპერაციას მთელი რიგი უპირატესობები ახასიათებს.

პირველი უპირატესობა გახლავთ ის რომ ოპერირება ხდება სკალპელით, კანისა და ქსოვილების გაკვეთის გარეშე, ოპერაციის შემდეგ რჩება მხოლოდ ნაჩხვლეტები, ბავშვს არ ადებენ თაბაშირს და არ სჭირდება პოსტოპერაციული დაკვირვება სტაციონარში. მეთოდის თავისებურება საშუალებას იძლევა მაშტაბური ოპერაცია ერთი დღის სტაციონარის პირობებში წარიმართოს.

ოპერაცია 15 - 20 წუთის განმავლობაში გრძელდება და ზოგადი გაუტკივარების ფონზე წარმოებს . მცირე დროიდან გამომდინარე მინიმუმ იკლებს ნარკოზის ქვეშ ყოფნის ხანგრძლივობა და სტრესი რაც ბავშვების შემთხვევვაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


საკმაოდ ადვილია ოპერაციის შემდგომი მოვლა... არ საჭიროებს განსაკუთრებულ უნარებს და ცოდნას, მშობლები ადვილად ართმევენ თავს. მთავარი შეძღუდვა ის არის რომ ოპერაციიდან 2 - 3 კვირა არ შეიძლება ბავშვის ფეხზე დაყენება. ამ დროის გავლის შემდეგ პაციენტები ნელ - ნელა ფეხზე დგებიან და დაახლობით ერთ - ორ კვირაში მოძრაობის უნარი ბრუნდება.

0
68
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0