სოფლის მეურნეობა თითო ტომარი მიწა! 2020, 15 იანვარი, 17:26 1934 წელს ბერიას ხელმძღვანელობით ლეჩხუმიდან დაიწყო მოსახლეობის მასიური გადასახლება აფხაზეთში. პირველი გადასახლება მოხდა 1934 წ-ის აგვისტოში. გთავაზობთ წერილის შინაარს რომელიც "ფარულად" მისწერეს გადასახლებულმა ლეჩხუმლებმა ლეჩხუმში ლეჩხუმლებს: -ჩამოვედით და დავბანაკდით, ყველაფერი გვაქ, პური და ყველი. ჩვენებური ვენახიც თან გვაქ, მაგრამ უცხო ქვეყანაა და ფესვების გადგმა გაგვიჭირდა. აბა თქვენ იცით, ვინცობ და გაზაფხული აქ ჩვენთან გელოდებათ გელით სიხარულით. გ. მუშკუდიანი -დადგა გაზაფხული, თოვლი გაქრა, გაიხსნა გზები და დაიწყო გადასახლების მომდევნო ეტაპები. წერილის შინაარს ყველა მიხვდა, ყველა ლეჩხუმელს თან მიჰქონდა სავენახე ეზოდან აღებული თითო ტომარი მიწა! 858 2-ს მოსწონს
|