x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134666
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508870
რომელ ცნობილ ადამიანებს უმანსპინძლა სოსო კავკავაშვილმა პერსონა 2019 - ის დაჯილდოებაზე

პროდიუსერმა სოსო კავკავაშვილმა, რომლის სახელი და გვარი 2019 წლის ყველაზე სკანდალურ შოუ ბიზნესურ მოვლენას გორის რეგიონ ფეშენ ვიქს უკავშირდება, საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2019 ის ფინალურ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს და იმ 50 ადამიანს უმანსპინძლა, რომლებმაც პერსონა 2019 ის ტიტული სფეროს განვითარებისთვის მიიღეს. სწორედ ამ დაჯილდოების ცერმონიის იდეის ავტორი და დირექტორი გახლავთ სოსო კავკავაშვილი, რომელიც ხმაურიან მოვლენებში ხშირად ეხვევა. დაჯილდოების ცცერემონია სასტუმრო შერატონ მეტეხი პლასში 20 დეკემბერს გაიმართა და მას 350 სტუმარი დაესწრო. სტუმრებს შორის საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეებიც იყვნენ, როგორებიც არიან ირმა სოხაძე, თემურ წიკლაური, ქეთი წიკლაური, თამუნა გომართელი, თამარ სხირტლაძე, გიული ჩოხელი, გიორგი მასხულია სოსო
და ინგა სიორიძე, რომელიც დაჯილდოების ცერემონიის ბორდს ხელმძღვანელობს. პროექტის უმღლესი ჯილდო “საუკუნის პერსონა" -ს ტიტული ბორდის გადაწყვეტილებით მსახიობ თამარ სხირტლაძეს და ჯაზ შემსრულებელ გიული ჩოხელს გადაეცათ.

ასევე პრსონას ტიტული მიიღეს ადამიანებმა განათლების, მედიცინის, კულტურის, სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის და ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის.

შეგახსენებთ, რომ დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2013 წლიდან ყოველწლიურად იმართება.

0
173
შეფასება არ არის
ავტორი:იკა თოფურია
იკა თოფურია
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0