x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134654
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508852
ვიდეო: 1 იანვარს ექსტრემალები 24 -ე სართულიდან პარაშუტით გადმოხტნენ
image



ჩვეულებრივ, ახალი წლისთვის, მიდიან მთიან ადგილებზე სათხილამუროდ, მიაქვთ ციგები ან ციგურები. მაგრამ ყველას არ ყოფნის ადრენალინი მხოლოდ ციგურებზე. კრასნოიარსკში ორმა ექსტრემალმა ახალი წელი დაიწყო ფრენით ... მაღალსართულიანი კორპუსის 24-ე სართულიდან. ექსტრემალის მოყვარულები შემთხვევით გადაიღეს თვითმხილველებმა.



ყველაფერი მოხდა 1 იანვარს, ნაშუადღევს, ბიჭები ავიდნენ ბინის კორპუსის საერთო აივანზე. ორი გოგონა კი აივანზე იდგა და სელფს იღებდა პარაშუტისტების ფონზე. პირველი აივნის მოაჯირზე ავიდა, დიდხანს იდგა, ხოლო, მეორე უყოყმანოდ გადახტა. სიმაღლე 70 მეტრზე ცოტათი მეტია, რაც საკმარისი არ არის პარაშუტის გახსნისთვის, ამიტომ რისკი დიდი იყო.



საბედნიეროდ, ორივეს პარაშუტი უსაფრთხოდ გაიხსნა. ბიჭები დაეშვნენ მიწის პატარა კუნძულზე. ზოგადად, კრასნოიარსკში პატარა სიმაღლიდან გადახტომა მიწაზე, არც თუ ისე იშვიათია: ხტებიან დაუმთავრებელი მაღალსართულიანი კორპუსებიდან და სამშენებლო ამწეებიდანაც კი. ჯერჯერობით არ მომხდარა მსხვერპლი. ექსტრემალებს ამჯერადაც გაუმართლა.







1
112
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
112
  
2020, 4 იანვარი, 2:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1