x
მეტი
  • 22.05.2024
  • სტატია:134802
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509169
სიკვდილის სტატისტიკა,ანუ მრავალ ახალ წელს!
image

2019 წელს მომხდარი რამდენიმე ტრაგედია (რომელთა შესახებაც ორი-სამი დღე ისაუბრეს და შემდეგ გაჩუმდნენ -ამ თემაზე საუბარი თვითმკვლელობის აგიტაცია და რეკლამირებააო.ანუ, არსებული პრობლემის შესახებ საუბარი არათუ არასაჭირო, საშიშიც ყოფილა...).

21 დეკემბერს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 17 წლის ბიჭმა თავი მოიკლა.

18 დეკემბერს, ბათუმში თავი მოიკლა 23 წლის ბიჭმა.


30 ნოემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტში თავი მოიკლა 18 წლის გოგომ.

8 ნოემბერს ბორჯომში თავი მოიკლა 22 წლის ბიჭმა.

6 ნოემბერს ბათუმში თავი მოიკლა 23 წლის ბიჭმა.

27 ოქტომბერს ზესტაფონში თავი მოკლა 22 წლის ბიჭმა.

25 ოქტომბერს მცხეთის მუნიციპალიტეტში თავი მოიკლა 29 წლის ბიჭმა.

ასევე:

რუსთავში, XX მიკრორაიონში, 32 წლის ქალი გარდაცვლილი ნახეს.ქალი ბინაში 2 მცირეწლოვანთან ერთად ცხოვრობდა.

თბილისში, ნაძალადევის რაიონში 4 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.

12 წლის ბავშვი, რომელის ოჯახის დასახმარებლად ჯართს აგროვებდა, გარდაცვლილი იპოვეს.

29 წლის ახალგზრდა მაღაროში დაიღუპა, მას მცირეწლოვანი შვილი და ცოლი დარჩა.


ყვარლის მუნიციპალეტის სოფელ გრემში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 12 წლის ბავშვი ესმხვერპლა. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

ქობულეთში ავარიის დროს გარდაცვლილი ოთხი ადამიანიდან ერთი ბავშვი დაიღუპა.



სახალხო დამცველის თქმით, 2018 წელს სუიციდის 389 და მცდელობის 477 ფაქტი მოხდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

ბოლო 1 წელსა და 6 თვეში, საქართველოს 596-მა მოქალაქემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) რეგისტრირებულია 1586 დანაშაული.

2018 წელს (იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით) 115-ე მუხლით 1663 დანაშაულია რეგისტრირებული, რაც 2017 წელთან შედარებით 150.08 %-ით მეტია. 2017 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით 665 დანაშაულია რეგისტრირებული, 2016 წელს 544

კომპანია „ყაზტრანსგაზის“ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2016-2018 წლებში თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების და ინტოქსიკაციის შედეგად 86 ადამიანი გარდაიცვალა და 285 მოიწამლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 337 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავდა 5 884 ადამიანი.


აი ამ ყველაფრის შემდეგ ვზივარ, ვკითხულობ ახალ ამბებში მილიონიანი ნაძვის ხის შესახებ, დეკორაციებზე, ქალაქის სილამაზეზე, ახალი წლის მოლოდინზე და მიჩნდება კითხვა:

აი, რა გიხარიათ? ის, რომ თქვენს ოჯახში ჯერ არავის მოუკლავს თავი? რომ თქვენს სახლში ჯერ გაზს არ გაუჟონავს? რომ თქვენი ოჯახის წევრები არ მუშაობენ მაღაროში, მსგავს საშინელ პირობებში?რომ თქვენს შვილს არ უწევს ჯართის შეგროვება ოჯახის სარჩენად?

თუ ასეა, დატკბით ამ ცხოვრების სილამაზით, იმიტომ რომ მომავალ წელს არაფერი შეიცვლება და ამ უბედური ადამიანების ბედს გაიზიარებენ სხვები, თქვენი ნაცნობები, მეზობლები და ბოლოს თქვენც, თქვენი ოჯახის წევრებიც.

რატომ? იმიტომ, რომ ქვეყნის მომავალი თავს იკლავს და თქვენ ის გაღელვებთ, ნაძვის ხე ალვის ხეს გავს, თუ მუხას.იმიტომ, რომ მთავრობა წარმატებით ახერხებს რეალური პრობლემებიდან ყურადგება ეგეთ სისულელეებზე გადაგატანინოთ ერს. იმიტომ, რომ საკუთარი ერის უბედურება 3 დღეში დაგავიწყდათ.

იმიტომ, რომ ვართ ერი, რომელსაც მხოლოდ პური და სანახაობა სჭირდება სრული ბედნიერებისთვის.

დიახ, უნდა ვიგლოვოთ, აბა, სადღესასწაულოდ გვაქვს საქმე?


წყარო:https://batumelebi.netgazeti.ge/news/237622/

https://www.radiotavisupleba.ge/a/29440742.htmlhttps://imedinews.ge/ge/saqartvelo/118502/saqartveloshi-6-tveshi -207ma-adamianma-tavi-moikla

https://reginfo.ge/people/item/17461-abashashi-15-xlis-gogom-tavi-moikla-suizidis-sagangasho-statistika- saqartveloshi

https://www.amerikiskhma.com/a/georgia-statistic-mia-sucide-/5210362.html

https://guria.tv/index.php/u-s-news-3/2019-04-18-13-19-35/1714-8

https://sarkenews.ge/2019/06/ezod an-sakhlshi-asul-bavshvebs-32-tslis-deda-gardatsvlili-dakhvda-ra-mokhda-rusthavshi/

http://www.tabula.ge/ge/story/14 3190-tbilisshi-4-tslis-bavshvi-gardacvlili-ipoves

http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=17978

http://www.ghn.ge/news/23744 9-kobuletshi-avariis-dros-gardatsvlili-otkhi-adamianidan-erti-bavshvi-daighupa


0
91
შეფასება არ არის
ავტორი:მერეოლეონა
მერეოლეონა
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0