x
ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა ილო ხუხუას პოეზიის საღამო

2019 წლის 23 დეკემბერს ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა ილო ხუხუას პოეზიის საღამო. მისი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს ზუგდიდელმა ახალგაზრდა პოეტებმა საბა ხვიჩიამ და შალვა ქარჩავამ.
საღამო გახსნა პოეტმა დემეტრე ზარქუამ.
ავტორის პოეტურ ნიჭიერებაზე ისაუბრეს გამომსვლელებმა: პოეტმა ნიკა ლაშხიამ, დავით თორდიამ, პუბლიცისტმა ზური კვარაცხელიამ, ასევე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ და დირექტორის მოადგილემ მაია ღურწკაიამ .
საღამოს დასასრულს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის, ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორმა გიორგი ფიფიამ პოეტს სიმბოლურად სპეცილაურად მისთვის დამზადებული ბლოკნოტი გადასცა.
საღამოს ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, სასულიერო პირები, ახალგაზრდა პოეტები.
საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ელენე გარდავა.

image

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგიმეფარიძე123
გიორგიმეფარიძე123
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0