სხვა არავერბალური კომუნიკაცია 2019, 20 დეკემბერი, 23:25 სიტყვა „ვერბალური“ ლათინურიდან მოდის და ნიშნავს „სიტყვიერს“. შესაბამისად არავერბალური „უსიტყვოს“, „არამეტყველებითს“ ნიშნავს. მეტყველების უნარი შეადგენს ადამიანის ცხოველებისაგან განმასხვავებელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიშანს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი არ მიმართავს არავერბალურ კომნუნიკაციას. მეტიც, ალბერტ მეიერაბიანმა დაამტკიცა, რომ ინფორმაციის გადაცემის დროს ვერბალური საშუალებით ( მხოლოდ სიტყვებით ) გადაცემული ინფორმაცია შეადგენს 7 % - ს, ბგერითი საშუალებებით ( ხმის ტონისა და ბგერის ინტონაციის გამოთქმით ) გადაცემული ინფორმაცია - 38 % - ს, არავერბალური გზით გადაცემული ინფორმაცია - 55 % - ს. კაცობრიობის ისტორიაში არავერბალური კომუნიკაცია დროში ბევრად წინ უსწრებდა ვერბალურს. ენის წარმოშობამდე ბევრად უფრო ადრე ადამიანები ჟესტების, გამომეტყველების, ტირილის, სიცილის, ყვირილის და შეხების მეშვეობით ერთმანეთს ატყობინებდნენ თუ სად იყო ცხოველი, რომლის მონადირებაც შეიძლებოდა, რას გრძნობდნენ ერთმანეთის მიმართ ან რას განიცდიდნენ თავად - შიოდათ თუ სწყუროდათ.იგივე კანონზომიერება აღინიშნება ადამიანის განვითარების პროცესშიც. ლაპარაკზე ბევრად უფრო ადრე ბავშვი თავის სურვილებსა და წუხილს ტირილის, სიცილის თუ შეხების მეშვეობით გადმოგვცემს.ეს არისუნარი, რომელიც სწავლას და გავარჯიშებას ექვემდებარება. თუმცა არსებობს გარკვეული თანდაყოლილი მიდრეკილებები. მაგალითად, ქალები კაცებზე უკეთ ახერხებენ არავერბალური კომუნიკაციის გაგებას და ასევე მის გამოყენებას. კომუნიკაციის არავერბალური ხერხების ფლობა ძალზე მომგებიანია. მასში გაწაფული ადამიანები უფრო წარმატებულნი არიან, ნაკლებად განიცდიან მარტოობას და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ამასთან, როდესაც არავერბალური კომუნიკაცია არ შეესატყვისება ვერბალურს, ე.ი. როდესაც ადამიანი ერთს ამბობს, ხოლო მისი სხეული ან ხმის ტონი საწინააღმდეგოს მეტყველებს, ინფორმაციის მიმღები უპირატესობას არავერბალურ მანიშნებლებს ანიჭებს და ნაკლებად უჯერებს ნათქვამს. არავერბალური კომუნიკაციის ძირითად ფუნქციას ინფორმაციის, უფრო ხშირად გრძნობების და დამოკიდებულებების შესახებ ინფორმაციის გადაცემა წარმოადგენს არავერბალური კომუნიკაცია გულისხმობს ურთიერთობას ხმის ტონის, მეტყველების ტემპის, ჟესტების, სხეულის, გამომეტყველების, თვალით კონტაქტის, შეხების, გარეგნობისა და ურთიერთობისას დაკავებული მანძილის მეშვეობით. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი: 1.გარეგნობა კვლევები მიუთითებენ ურთიერთობების განვითარებისას პირველი შთაბეჭდილების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე. შთაბეჭდილების ჩამოყალიბება ურთიერთობის პირველივე წამებში ხდება. ადამიანების 90 პროცენტი სხვების შესახებ აზრის ჩამოყალიბებას ურთიერთობის პირველ 4 წუთში ახდენს. პირველი შთაბეჭდილება მხოლოდ ერთხელ ყალიბდება და ის ძირითადად არავერბალურ მანიშნებლებს, განსაკუთრებით კი გარეგნობას ეყრდნობა. სიმაღლე გარეგნობის მნიშვნელოვანი ნაწილია. კვლევები მიუთითებს, რომ მაღალი ადამიანები, საკმაოდ ხშირად, დაბლებზე უფრო წარმატებულნი არიან. სხვების დარწმუნება მათთვის უფრო იოლია და სხვებიც საუბარს მათ უფრო იშვიათად აწყვეტინებენ. გარეგნობასთან ერთად, ჩაცმაც ძალზე მნიშვნელოვანია პირველი შთაბეჭდილების ჩამოყალიბებისთვის. ის საკმაოდ დიდ როლს თამაშობს, ვინაიდან იგი ინფორმაციას შეიცავს პიროვნების შესახებაც და იმ ჯგუფთან კუთვნილებაზეც, რომლის წევრიც არის ან სურს, რომ იყოს. მრავალი ორგანიზაცია, მაგალითად, ბანკები და სამინისტროები, თანამშრომლებისაგან მოითხოვენ მათ მიერ დადგენილი ნორმების მიხედვით ჩაიცვან. ამგვარ დაწესებულებებში თანამშრომლებს, ცხელ ზაფხულის დღეებშიც კი, ორგანიზაციის მიერ დაწესებული წესების მიხედვით აცვიათ.
3.გამომეტყველება და თვალის კონტაქტი ემოციის გამოხატვა ძირითადად გამომეტყველების მეშვეობით ხდება. კულტურებს შორის განსხვავება დიდია, როგორც გრძნობების გამოხატვის, ასევე მათი ამოცნობისას; თუმცა ძირითადი ემოციების - ბედნიერების, გაკვირვების, შიშის, სიბრაზის, სევდისა და ზიზღის - გამოხატვა და ამოცნობა საყოველთაოა.ამავდროულად, გამომეტყველება და მზერა უფრო ადვილად ექვემდებარება კონტროლს, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილები. ამდენად, ადამიანები გამომეტყველებითა და მზერით არა მარტო არსებულ ემოციებს გამოხატავენ. მას ასევე მიმართავენ საზოგადოდ მიღებული ან მათთვის კონკრეტულ სიტუაციაში საჭირო ემოციის გამოსახატავად, თუნდაც მას სინამდვილეში არ გრძნობდნენ. მზერით მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემაა შესაძლებელი. მზერის ხანგრძლივობა, მიმართულება და ხარისხი მის შინაარსს განსაზღვრავს. ყველა კულტურაში არსებობს დაუწერელი ნორმები მზერის ხანგრძლივობის თაობაზე. მიღებულია, რომ მზერა 3 წამი, ურთიერთ თვალებში ყურება კი 1.20 წამი უნდა გრძელდებოდეს. ამ ნორმებზე უფრო ხანმოკლე მზერა ინტერესის არ ქონად, ხოლო უფრო ხანგრძლივი ზედმეტი ინტერესის გამოხატულებად აღიქმება. თვალით კონტაქტი მრავალ ფუნქციას შეიძლება ასრულებდეს. იგი შეიძლება ემსახურებოდეს:
ამრიგად, ადამიანთა ურთიერთობა შესაძლოა ჩამოყალიბდეს როგორც ვერბალური, ისე არავერბალური გზით.არავერბალურ კომუნიკაციას ადამიანი ვერბალურზე გაცილებით ადრე იყენებდა. მისი საშუალებით ძირითადად გრძნობებისა და დამოკიდებულებების გადაცემა ხდება. 348 შეფასება არ არის
|