x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ერდოღანი ამერიკელ და ნატო-ს სამხედროებს თურქეთიდან გააძევებს?

image

С-400-ები, სამხედრო ოპერაცია სირიაში, ნატო-ს თავდაცვის გეგმაზე უარი და სიჯიუტე, ქურთული დაჯგუფება "სახალხო თავდაცვის დანაყოფები" (YPG) ტერორისტებად აღიარების მოთხოვნა, პერიოდული მუქარები რუსული СУ-35-ების შეძენაზე, ახლა უკვე მუქარები ინჯირლიკისა და კიურეჯიკის ბაზების დახურვაზე, მუქარა თურქეთის პარლამენტის მიერ ამერიკაში ინდიელების, მკვიდრი ამერიკელების გენოციდის შესახებ - ეს არის ის რიტორიკა, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გვესმის.

შეერთებული შტატებიც გარკვეულ საპასუხო განცხადებებს აკეთებს და ნაბიჯებს დგამს. მაგალითად, სომეხთა გენოციდის აღიარება სენატის მიერ,

ამავე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ თურქეთისთვის სანქციების დაწესებისთვის მხარდაჭერა, F-35-ების პროგრამიდან მათი გარიცხვა. თუმცა უნდა ითქვას, რომ შეერთებული შტატების მხრიდან მოქმედებები უფრო მოზომილია, თურქეთის მოქმედებებთან და განცხადებებთან შედარებით. რამდენად მკაცრი იქნება ამერიკა და მისი პრეზიდენტი, ეს წინასაარჩევნო კამპანიასა და ამერიკელი ამომრჩევლის მოთხოვნაზეა დამოკიდებული - თუკი იქნება უფრო მკაცრი ზომებისადმი მხარდაჭერა მოსახლეობაში, დონალდ ტრამპი ამას არ მოერიდება რადიკალიზმს, ხოლო თუ ასე არ იქნება, არ არის გამორიცხული სანქციები საერთოდ არ დაწესდეს.

დონალდ ტრამპმა უკვე ყველას აჩვენა, რომ ის არ არის პოლიტიკოსი და არც აპირებს იყოს. მისი მართვის სტილი უფრო მეტად ბიზნესმენის მოქმედებებს ჰგავს - აკეთებს იმას, რაც კონკრეტულ ვითარებაში სასარგებლოა და მეტი მოგების მომტანია, ღირებულებებსა და პოლიტიკურ შედეგებზე კი ნაკლებად ფიქრობს. იხილეთ ვრცლად

1
187
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
187
  
2019, 17 დეკემბერი, 2:51
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 1