მსოფლიო ერდოღანი ამერიკელ და ნატო-ს სამხედროებს თურქეთიდან გააძევებს? 2019, 16 დეკემბერი, 17:28 С-400-ები, სამხედრო ოპერაცია სირიაში, ნატო-ს თავდაცვის გეგმაზე უარი და სიჯიუტე, ქურთული დაჯგუფება "სახალხო თავდაცვის დანაყოფები" (YPG) ტერორისტებად აღიარების მოთხოვნა, პერიოდული მუქარები რუსული СУ-35-ების შეძენაზე, ახლა უკვე მუქარები ინჯირლიკისა და კიურეჯიკის ბაზების დახურვაზე, მუქარა თურქეთის პარლამენტის მიერ ამერიკაში ინდიელების, მკვიდრი ამერიკელების გენოციდის შესახებ - ეს არის ის რიტორიკა, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გვესმის. ამავე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ თურქეთისთვის სანქციების დაწესებისთვის მხარდაჭერა, F-35-ების პროგრამიდან მათი გარიცხვა. თუმცა უნდა ითქვას, რომ შეერთებული შტატების მხრიდან მოქმედებები უფრო მოზომილია, თურქეთის მოქმედებებთან და განცხადებებთან შედარებით. რამდენად მკაცრი იქნება ამერიკა და მისი პრეზიდენტი, ეს წინასაარჩევნო კამპანიასა და ამერიკელი ამომრჩევლის მოთხოვნაზეა დამოკიდებული - თუკი იქნება უფრო მკაცრი ზომებისადმი მხარდაჭერა მოსახლეობაში, დონალდ ტრამპი ამას არ მოერიდება რადიკალიზმს, ხოლო თუ ასე არ იქნება, არ არის გამორიცხული სანქციები საერთოდ არ დაწესდეს. 187 შეფასება არ არის
|