x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
მამა პეტრე - აუცილებლად წასაკითხი
image

მთვარეს ვუყვები ამაღამ შენზე,
როგორ მიყვარდი მთელი არსებით.
დღეს განშორების მიზეზებს ვეძებ,
ხელის გულებზე მეწვის ხაზები.

მოეფარები ნისლების წყებას,
მე ღუზასავით ვეშვები შენში.
დღეს ადვილია გადავიწყება,
თითქოს ჯვარივით მკიდია ლეში...

არც უმიზეზო სიცოცხლე ვარგა,
და ვერც ნაბიჯებს ვაჩქარებ ძალით.
ჯერ ვერ შევძელი, რომ გითხრა, კარგად,
მთელი ცხოვრება ვიქნები ცალი!..


...........

სხვისი ლანძღვით და შეურაცხყოფით შენი რეიტინგი კი არ იწევს, შენს ქვეშ ექცევა და ცარიელი ამბიციების მსხვერპლი ხდები. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შინაგანად გოიმის, დაკომპლექსებულის, არშემდგარის, ჩამოუყალიბებელის, გაუნათლებლის, პროვინციულად მოაზროვნის უტყუარი ნიშანია...
როცა პროვინციელს ვახსენებ, საერთოდ არ ვგულისხმობ გეოგრაფიულ საზღვრებს, რადგან მიყრუებულ პერიფერიებში დაბადებულებს არაერთგზის დაუმტკიცებიათ, როგორი შეიძლება იყოს კულტურული, გემოვნებიანი, დახვეწილი ადამიანი... ხდება პირიქითაც... შეიძლება ცხივრობდე ვაკის პარკთან, მაგრამ უღრანი ტყე იყო...
თავის მაქებარს არასდროს ყავს ერთგული გულშემატკივარი. თუმცა მისი გონება მაშინაც ნეტარებაშია, როცა ცხვირწინ მეცხრე ცაზე აჰყავთ და ზურგიდან მიწას უთხრიან... ზოგი სირექლემად გაჩნდა, არც ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს მის უბადრუკ ბუნებას...

..............

თავისუფლება არ არის ის, აკეთო ყველაფერი, რაც გინდა... თავისუფლება ის არის, როცა შეგიძლია, აკონტროლო საკუთარი თავი და ემოციები... თუ ეს არ გამოგდის, მაშინ სისუსტეების მონა ხარ და ამაოდ ცდილობ, საკუთარ თავს და სხვებს დაუმტკიცო, რომ თავისუფალი ხარ... არა, უბრალოდ, გგონია, რომ თავისუფლებას მიაღწიე... ამ დროს, ჭაობში იძირები... არც სიხარული გაგაჩნია და არც მადლიერება... უმადური ადამიანი ვერასდროს მოიპოვებს შენაგან თავისუფლებას... უზნეობის კეთება კი, ცხოველებსაც გამოსდით. მაშინაც, როცა დაბმულები არიან!.

0
133
შეფასება არ არის
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0