x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ჩარლზ ბრონსონი - ორი პიროვნება ერთი სახელის მიღმა

image

ჩარლზ ბრონსონი - ადამიანი, რომელმაც 30 წელი გაატარა ციხეში და ამ დროის უდიდესი ნაწილი სხვა პატიმრებისგან განცალკევებულად, მოიარა 120-მდე ციხე მთელი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, თავს დაესხა 20 ბადრაგს, აიყვანა 11 მძევალი და მიაყენა სახელმწიფოს ნახევარი მილიონი ფუნტის ოდენობის ზარალი.

ჩარლზ ბრონსონი - ადამიანი, რომელმაც კარების ფოლადის მილები ხელებით გაღუნა, შეამტვრია მუშტით ტყვიაგაუმტარი მინა და თითქმის მთელი დროის განმავლობაში ახდენდა ზეადამიანური ძალის დემონსტრირებას.

ჩარლზ ბენსონი - მწერალი და მხატვარი, რომელმაც არტურ კესტლერის შვიდი ჯილდო მიიღო.

ის თავის წიგნში "ფიტნესი კამერაში" ძალიან საინტერესოდ განიხილავს ადამიანის ძალას. ის ამბობს, რომ გასაღები, რომელსაც საკუთარი ძალის პიკამდე მივყავართ - ეს პირველ რიგში გონება და გულია. თუ თქვენ სუსტი ადამიანი ხართ (სულიერად) და არც ისე გჯერათ საკუთარი თავის, მაშინ, დიდი ალბათობით ვერ შეძლებთ საკუთარ თავში მაქსიმალური ძალის განვითარებას. დიახ, თქვენ უფრო ძლიერი იქნებით ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები, მაგრამ, თუ თქვენ შეხვალთ ორთაბრძოლაში უფრო მოტივირებულ და სულიერად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგესთან, თქვენ წააგებთ.

ასევე ის საუბრობს იმაზე, რომ სპორტული ვარჯიშების დაწყებისას, ადამიანი ძლიერ ჩარჩოებში აქცევს საკუთარ თავს, იმ აზრით, რომ უკვე წინასწარ იცის, რისი მიღწევა არ შეუძლია. ეს არასწორია! ყოველ ჯერზე ჩვენი შესაძლებლობების ზღვარს უნდა ვსცდებოდეთ, მაშინ თქვენ მიაღწევთ ნამდვილ ძალას.

ის ნეგატიურად იყო განწყობილი ბოდიბილდერების მიმართ. აი რას ამბობს ის ამის შესახებ: "ეს წიგნი არ არის სწავლებისა და ვარჯიშის კურსი ბოდიბილდერებისთვის. ის დაწერილია იმისთვის, რომ დაგეხმაროს მაქსიმალური ძალის მიღწევაში, ამავდროულად მაქსიმალური სისწრაფისა და მობილურობის შენარჩუნებით. არ არის არაფერი განსაკუთრებული იმაში, რომ გაიზარდო კუნთები: მე ვჩხუბობდი ყველაზე დაკუნთულებთან და საუკეთესოებთან, და ყოველთვის ვიმარჯვებდი... იფიქრე ამის შესახებ!".

აი რას ამბობდა ის სტეროიდებზე: "მე ავიღე ჟურნალი დაკუნთულებისთვის, გამეცინა და გამოვიყენე ის, როგორც საპირფარეშოს ქაღალდი - ეს ტყუილია და განზრახ ადამიანის შეცდომაში შეყვანა, და ისინი კიდევ მე მეძახიან დამნაშავეს! მთლიანი ეს სისულელე ცილების კოქტეილზე, აბებზე, დიეტაზე - ეს დროებითი ეფექტის მატარებელი სრული სისულელე და მრავალმილიონიანი ბიზნესია, რომელიც ადამიანში ძალის განვითარებას საერთოდ არ ეხება. ნამდვილ მებრძოლს სტეროიდები არ სჭირდება, ეს უფრო გოგოების მოსახიბლად მოტივირებული ბიჭუნების ჰობია.

ბევრს თქვენთაგან წაუკითხავს ჩემს შესახებ და სმენია ჩემს მიღწევებზე ძალის დემონსტრირებაში... და ყველაფერი ეს მხოლოდ ციხის კვებაზე! ეს მაგალითია თქვენთვის, ეს მტკიცებულებაა იმისა, რომ ჩემი მეთოდები მუშაობენ. ციხის თანამშრომლები, მისი უდიდებულესობა და ბრიტანეთის შსს გახდნენ იმის მოწმეები, თუ რას მივაღწიე.

0
193
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0