x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ვინ არის ქალი აქციაზე , რომელიც თანამშრომელს ტელეფონით "სამსახურის დაკარგვით" ემუქრებოდა
imageინტერნეტში აქტიურად განიხილებოდა “მთავარი არხი”-ის გავრცელებული ვიდეო, სადაც ქალი თანამშრომელს ურეკავს ტელეფონით და ეუბნება, რომ აქციაზე არ მისვლის გამო სამსახურს დაკარგავს-"რატომ არ წახვედი, ხომ იცი, რომ სამსახურს დაკარგავ."



თუმცა "იმედის კვირის" ჟურნალისტმა გაარკვია, რომ ქალი, რომელმაც საზოგადობას თავი აღნიშნული ვიდეოთი დაამახსოვრა, სინამდვილეში რეალურად უმუშევარია, ხოლო მისი ოჯახის წევრები ტელეკომპანია „ფორმულაში“ არიან დასაქმებული.


„ჩვენი მთავარი ინტერესი იყო გაგვერკვია, მართლა ემუქრებოდა თუ არა ეს ადამიანი თანამშრომლებს და ვინ იყო ის. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არის ბელა ტლაშაძე, რომელიც საერთოდ არ ცხოვრობს ქუთაისში, როგორც ეს იმ ტელეკომპანიამ გაავრცელა. საერთოდ არ არის დასაქმებული ბოლო წლები და მით უმეტეს, ქუთაისის გამგეობაში. ჩვენ დავუკავშირდით ქალბატონ ბელას, მაგრამ მან საუბარი არ ისურვა. იგივე სიუჟეტში, ჟურნალისტი, რომელიც ამ საუბარს იწერს, ბევრ ადამიანს ეკითხება, თუ საიდან ჩამოვიდა, როგორ და რატომ, მხოლოდ ამ ქალბატონს არ ეკითხება არაფერს, მიუხედავად იმისა, რომ ესმის, როგორ ემუქრება ის თავის თანამშრომლებს. გაუგებარია, ან როგორ გაარკვია, რომ ქუთაისიდან იყო. მე ასევე დავუკავშირდი მის შვილს, რომელმაც უარი გვითხრა საუბარზე."



შემდეგ კორესპონდენტი დაუკავშირდა მის სიძეს, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:


"თავის ბიძაშვილს ეღადავება, რომელიც რაღაცა პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს. სხვათა შორის, ბელა ტლაშაძე იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელმაც 41 შემოხაზა და ახლა თავში ირტყამენ ხელს. ის რუსთაველზე შემთხვევით მოხვდა და თავის ბიძაშვილს ეხუმრა. არც ოცნების ბრიგადირია და არც ნაცების. „მთავარს“ შეცდომა მოუვიდა და თავის პრობლემას ალბათ თვითონვე მიხედავენ. მე არ ვიცი, მაგათთან შეხება არ მაქვს, მე და თამთა ვმუშაობთ „ფორმულა კრეატივში“, -აცხადებს ვახტანგ ჩაჩანიძე, ბელა ტლაშაძის სიძე.



თავად ბელა ტლაშაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:


"ასე თუ შემაწუხებთ, ჩემი გასვენების გადაცემას გააკეთებთ, აღარ შემაწუხოთ, ვსო!“


"იმედის კვირის" ინფორმაციით, სოციალურ ქსელში ბელა ტლაშაძე ბელა ბელუსით არის დარეგისტრირებული.














3
1295
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1295
  
2019, 17 დეკემბერი, 2:49
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
2019, 16 დეკემბერი, 9:37
სპექტაკლების ოსტატები?
2019, 16 დეკემბერი, 8:30
მაიცა,დადგეს სცენა?
უი დაგიდგეთ თვალი!
0 1 3