x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
”73 წლის ასაკშიც, თავს სასურველად და ლამაზად ვგრძნობ” - სუზან სარანდონი

image


სუზან სარანდონი ჰოლივუდის ვეტერან მსახიობად სრულიად სამართლიანად შეიძლება რომ ჩაითვალოს. ეს ქალბატონი საკმაოდ მოკრძალებული ასაკის მიუხედავად, მრავალი წელია მუშაობას აქტიურად განაგრძობს და მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსახვავებული კინოროლებით სისტემატურად ანებივრებს.


image


ოსაკრის პრემიის ლაურეატი სუზან სარანდონი 73 წლის არის, თუმცა, საკუთარი ასაკი მას საერთოდ არ აწუხებს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამერიკელი მსახიობი 73 წლის კვალობაზე მართლაც რომ შესანიშნავად გამოიყურება და საკუთარი კოლეგებისგან განსხვავებით არც გადაჭარბებული სილამაზის ინექციებით გამოირჩევა. თუმცა, მსახიობმა არაერთხელ აღნიშნა, რომ პლასტიკურ ქირურგიას მრავალჯერ მიმართა, და ამის დამალვას ის არ აპირებს. ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯანსაღი ცხოვრების წესის აქტიური მიმდევარია, იკვებება მხოლოდ ჯანმრთელი პროდუქტებითა და სისტემატურად, იოგათია დაკავებული.



image



როგორც მსახიობი აღიარებს, შესანიშნავი გენები მას მემკვიდრეობით, ულამაზესი დედისგან ერგო. სიუზან სარანდონი უკვე ორი შვილიშვილის ბებიაა, თუმცა, თავად მსახიობისთვისაც კი, ძნელი დასაჯერებელია, ამ ამპლუაში ყოფნა: "73 წლის ასაკში საკუთარ თავს კვლავაც სასურველად და ლამაზად მივიჩნევ, მეტიც, აღფრთოვნებული მამაკაცების მზერას თითქმის ყოველდღე ვგრძნობ". დღესდღეობით, კინოკარიერის გარდა, ცნობილი სელებრითი სარეკლამო რგოლებში გადაღებებითა და სხვადასახვა სახის პროექტებშია დაკავებული.


image


მსახიობი იდეალურ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება, რომლის დემონსტრირებასაც ის სიამაყით ძირთადად, წითელ ხალიჩებზე ახდენს.


image


73 წლის ჰოლივუდელი კინოვარსკვლავი ამჟამად, მორიგი ფილმის გადაღებებით არის დაკავებული, საყვარელი მსახიობის კინოროლის შეფასების საშუალება კი, მის ერთგულ თაყვანისმცემლებს სულ მალე შეეძლებათ.



0
1071
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1071