x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"რეაქცია არ მაქვს, ეს ყიამყრალი კაცები რომ მლანძღავენ, მაგრამ..... ამ სიტყვებით წერას, არ გავატარებ" - ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი და გადაცემა " რეაქციის" წამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში, თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრის, ერეკლე კუხიანიძის შეურაცხმყოფელ ფეისბუქპოსტებს ეხმაურება, სადაც უმრავლესობის წევრმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათ "იდიოტები" უწოდა, ხოლო "ტვ პირველის" ჟურნალისტები - ინგა გრიგოლია დ ვახო სანაია უხამსი სიტყვებით მოიხსენია, ჟურნალისტი დედაქალაქის მერს კახა კალაძეს სოციალური ქსელის საშუალებით საგანგებოდ მიმართავს და მისი თანაგუნდელის საჯარო ლანძღვაზე კომენტარის გაკეთებისკენ მოუწოდებს, ინგა გრიგოლია თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის სიძულვილის ენით სავსე პოსტებს საკუთარ გვერდზე, საჯაროდ აზიარებს: "დედაქალქის მერი არ მყავს ფრენდებში და Manana Toqmajishvili, ამიტომ გთაგავ შენ, რომ მიაწვდინო ხმა, იქნებ გააკეთოს კომენტარი საკუთარი თანაგუნდელი საკრებულოს წევრის, ვინმე ერეკლე კუხიანიძის შესახებ, რომელიც თავს ესხმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, აგინებს თავისუფალ მედიას და უშვერი სიტყვებით ილანძღება, ეს რა ფრუქტი გყოლია, ბატონო მერო, გუნდშითქო, გადაეცი და იმედია, მოვისმენთ კახა კალაძის კომენტარს ამ კუხიანიძეზე, მათ შორის მედიის გინებებზეც, p.s-ჩემზე რეაქცია არ მაქვს, ეს ყიამყრალი კაცები რომ მლანძღავენ, მაგრამ ჩემი არხის ერთ-ერთ მთავარ სახეზე და უმაგრეს ჟურნალისტზე, ვახო სანაიაზე, ამ სიტყვებით დეპუტატისგან წერას, არ გავატარებ!" - დაწერა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში.


imageimageimage




0
790
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
790