x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508146
უკრაინა დასავლეთს რუსეთთან ომისთვის სჭირდება
image

უმაღლესი რადის დეპუტატმა რენატ კუზმინმა ოპოზიციური პარტიიდან "ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის" უკრაინას უწოდა ინსტრუმენტი დასავლეთისთვის რუსეთთან ომის დასაწყებად.

ეს განცხადება პოლიტიკოსმა ტელეარხ "112 უკრაინაზე" გააკეთა.

მან დასძინა, რომ "დასავლელ კურატორებს", უკრაინა ორი რამისთვის სჭირდებათ "გაძარცვონ ქვეყნის რესურსები" და გამოიყენონ ომისთვის რუსეთის წინააღმდეგ.


ამასთანავე აღნიშნა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ დასავლეთისგან მიიღო თანხმობა "გაექურდა" ქვეყანა და სანაცვლოდ მოეთმინა აგრესიული ქმედება რუსეთისგან.


კუზმინის აზრით, მსგავს პოლიტიკას აგრძელებს ამჟამინდელი პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც წინამორბედისგან არაფრით განსხვავდება.

"არცერთი არაა დამოუკიდებელი, ისინი ბრძანებებს საზღვარგარეთიდან იღებენ".


სექტემბრის თვეში უკრაინის დიპლომატიური აკადემიის დირექტორმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში გიორგი პერეპელიცამ განაცხადა, რომ დასავლეთმა უკრაინა მიატოვა და რუსეთის მხარეზე გადავიდა.

როგორც ექპერტმა აღნიშნა, საერთაშორისო არენაზე შეიცვალა ძალთა ბალანსი, დასავლეთი დასუსტდა, ხოლო რუსეთმა გააძლიერა საკუთარი ზეგავლენა, რაც აისახა უკრაინასთან ურთიერთობაში.

"დასავლეთმა 180 გრადუსით შეიცვალა პოზიცია უკრაინასთან, ახლა ის რუსეთის მხარეზეა".


0
131
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0