x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133841
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
უჩვეულო ფოტოები ციკლიდან "რა მოხდება, თუ..."
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.





ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს.



image



თუმცაღა, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ჯდებიან პოპულარობის ჩარჩოებში. ზოგი მართლაც რომ ექცევა პოპულარობის ჩარჩოში, თუმცა სულ სხვა რაკურსით.




ალბათ ხშირად გაგჩენიათ კითხვა "რა იქნება, თუ..." და აქ შეიძლება მრავალი სიტყვა ჩასვათ. ჰოდა, დღევანდელ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ მრავალი ფოტო, რომლებიც გადაღებულია უჩვეულო სიტუაციების დროს და თქვენს მიერ დასმულ, სწორედ ამ კითხვაზე "რა მოხდება, თუ..." პასუხებს გასცემს.



უჩვეულო ფოტოები ციკლიდან "რა მოხდება, თუ..."




1. აი რა მოხდება, თუ პეპსი-კოლაში ჩაყოფილი ხელით დაიძინებთ. image





2. წიგნის ჭიის მიერ შეჭმული ფურცლები. image





3. ხეს ზრდიდნენ პლასტმასის კონტეინერში, თუმცა, როდესაც გადარგეს, ის დაიღუპა.image





4. აი შედეგი, თუ ხახვი რამდენიმე თვით ავტომობილის საბარგულში დაგრჩებათ. image





5. თუ აბრას ძალიან ახლოს ჩამოკიდებთ ხესთან, რამდენიმე წელში ასეთ შEდეგს მიიღებთ. image





6. კატა გაზონზე, ზუსტად ერთსა და იმავე ადგილას გადიოდა გარკვეული დროის მანძილზე. აი შედეგიც. image





7. მრავალი წლის შედეგი. სწორედ ამ ძელზე ილესავდა კატა ფრჩხილებს. image





8. ითვლება, რომ ტალინის ერთ-ერთ ქუჩაზე, ეს ხალიჩა 1937 წლიდან აგია ძირს. image





9. თუ ქიშმიშს მთელი ღამით გააჩერებთ წყალში, მიიღებთ ყურძნის მარცვალს. image





10. როცა მაცივარში დიდი ხნის მანძილზე არ შეიხედავთ. image





11. სისხლის წვეთები ქვიშაზე. image





12. უკომენტაროდ. image





13. მოტოციკლის ჩაფხუტი მას შემდეგ გამოიყურება ასე, რაც მისი პატრონი მართვისას გადავარდა. image





14. იო-იოს პროფესიონალ მოთამაშეს აშკარად ეტყობა საჩვენებელ თითზე სისხლის მიმოქცევის დარღვევა. image





15. თუ კალამი მზეზე დაგრჩებათ... image





16. ასე გამოიყურება პიცა, რომელსაც 8 საათი აცხობდნენ. image








იხილეთ აგრეთვე:


image

1
1280
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1280
  
2019, 15 დეკემბერი, 1:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1